უმრავლესობის წევრი, ლადო კახაძე პოლიტიკოსებს მოუწოდებს, რომ "პოლიტიკური მანტია მოიხსნან, ცოტა ხნით პოლიტიკური ვნებები დაიცხრონ" და ყველაფერი გააკეთონ, რასაც ხელისუფლება ეუბნებათ.

კახაძის თქმით, ხელისუფლების ყველა გადაწყვეტილება ადამიანზე, პიროვნებაზე არის მორგებული.

"ბოლო ერთი წლის განმავლობაში ყველა უნდა გადავიქცეთ ექიმებად, სანიტრებად, ექთნებად, პოლიციელებად, მესაზღვრეებად. სოციალური დისტანცირება კი არ არის მარტო საჭირო, სოციალური პასუხისმგებლობის ამაღლებაა საჭირო. შენი მონაწილეობით განხორციელებული ყველა ქმედება, რაც სხვას საფრთხეს შეუქმნის, პასუხისმგებლობას გაკისრებს. ეს ეხება იმ აქციას, რომელიც ზუგდიდში მოეწყო! მახსოვს, როდესაც ჩვენ ვემზადებოდით ამ რთული გადაწყვეტილების მისაღებად, ბიუროს სხდომაზე გავაკეთე განცხადება, რომ საგანგებო მდგომარეობის შემოღებისას საკარანტინო რეჟიმის გამკაცრების პირობებში, ვიღაცამ პოლიტიკური ინდულიგენციის ქვეშ რამე დანაშაული არ ჩაიდინოს-მეთქი", — განაცხადა ლადო კაძემ მაესტროს ეთერში.