ამ მდგომარეობიდან გამოსასვლელად საქართველოს ეკონომიკას 6 მილიარდი ლარი სჭირდება — ბადრი ჯაფარიძე
ლელოს საქართველოსთვის ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის თქმით, საქართველოს ეკონომიკას კორონავირუსის გამო შექმნილი კრიზისიდან გამოსასვლელად 6 მილიარდი დასჭირდება. ამის შესახებ მან ანტიკრიზისულ გეგმაზე საუბრისას განაცხადა.
"ნებისმიერ ეკონომიკურ ნაბიჯს უნდა ჰქონდეს მიზანი, რომ შევინარჩუნოთ სამუშაო ადგილები, სამწუხაროდ, უკვე ბევრმა დაკარგა. ვფიქრობთ, აუცილებელი იქნება 3 მილიარდი ლარის საგარანტიო ფონდის შექმნა სახელმწიფოს მიერ. მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტება აქტიურად უნდა გაგრძელდეს, რომ მათ კრიზისული მდგომარეობიდან გამოსვლა შეძლონ. ასევე, ჩვენ ვფიქრობთ, 1 მილიარდი ლარის მოცულობის რესურსი უნდა გამოიყოს იმისათვის, რომ ვისაც ყველაზე ცუდად შეეხო ეს პროცესები, იმას დაეხმაროს სახელმწიფო," — განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
ჯაფარიძემ ლარის კურსზეც ისაუბრა და თქვა, რომ 300 მილიონი დოლარის ბაზარზე გატანა გონივრულ ვადებში საკმარისი იქნება იმისთვის, რომ შემდეგი სამი თვის განმავლობაში დადგენილი დერეფნის ფარგლებში ლარის კურსის ცვლილება მოხდეს. ეს იძლევა სტაბილურობის განცდას.
"ჩვენი რეკომენდაცია იქნება, სამი თვის განმავლობაში, განსაკუთრებით ამ პერიოდში, როდესაც პანდემიასთან აქტიური ბრძოლა მიმდინარეობს, ეროვნულმა ბანკმა შემოიღოს ლარის კურსის დერეფანი, ანუ ზედა და ქვედა ზღვარი, რაც ადამიანებს მისცემს საშულებას, ჰქონდეთ განცდა, რომ ლარის კურსი არ გასცდება ამ საზღვრებს და აღარ იქნება პანიკური მოთხოვნა დოლარის შეძენაზე", — განაცხადა ჯაფარიძემ.
ასევე, ჯაფარიძის თქმით, აუცილებელია სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
"ამ მიზნით, საჭიროა სახელმწიფომ ხელი შეუწყოს, რომ ყველა ნაკვეთი, ყველა მიწა იქნას დამუშავებული, შეიქმნას ყველა მასტიმულირებელი მექანიზმი იმისთვის, რომ არ დარჩეს არცერთი ნიადაგი, სავარგული დაუმუშავებელი და საქართველომ შექმნას თავისი სასურსათო უსაფრთხოება," — განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები