მსახიობმა კორტნი კოქსმა თვითიზოლაციასთან გასამკლავებლად ორიგინალური გზა იპოვა — გადაბმულად უყუროს ყველაზე პოპულარულ სიტკომს — Friends — რომელშიც მონიკას როლს თავად 10 წლის განმავლობაში ასრულებდა.

როგორც მან ჩართვაში ტელეწამყვან ჯიმი კიმელს უთხრა, სერიალი თითქმის აღარ ახსოვს:

"ხალხს ეს შოუ ისე უყვარს, გადავწყვიტე მეც ვუყურო გადაბმულად... მართლა ძალიან კარგია! არც მახსოვს, რომ სერიალში მე ვმონაწილეობდი, საშინელი მეხსიერება მაქვს".

კორტნიმ დასძინა, რომ სერიალიდან მხოლოდ ადამიანებთან ურთიერთობა ახსოვს, ის რომ ყველა უყვარდა და კარგად ერთობოდა:

"მახსოვს, ჩემი ცხოვრების ის მომენტები, როცა მეგობრებში მიღებდნენ, მაგრამ თვითონ ეპიზოდები არ მახსოვს!"

კორტნის ნამდვილად გემოვნებიანი გადაწყვეტილება მიუღია თვითიზოლაციის დროს, მით უმეტეს, რომ კორონავირუსის გამო Friends-ის ეკრანებზე დაბრუნება გადაიდო.

ასევე ნახეთ: