სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის დისტანციური სწავლების საჭირო რეკომენდაციები
დისტანციური სწავლებისას სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებს მასწავლებლები განათლების სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციებით ასწავლიან.
როგორც სამინისტროში აცხადებენ, მათი მიზანია, რომ მასწავლებლებმა მოსწავლეეები სწავლების პროცესში მათი საჭიროებების შესაბამისად სხვადასხვა ფორმით აქტიურად ჩართონ.
ამ მიზნით განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ შემდეგი რეკომენდაციები შეიმუშავა:
- სამინისტროს მულტიდისციპლინური გუნდის წევრები სპეციალურ მასწავლებლებს თითოეული მოსწავლისთვის აქტივობების დაგეგმვაში დაეხმარებიან, რომლებიც შერჩეული იქნება ინდივიდუალური სასწავლო გეგმიდან. საგნის მასწავლებლებთან და მშობლებთან თანამშრომლობით შესაძლებელია ახალი მოკლევადიანი მიზნებისა და აქტივობების შექმნაც;
- ეფექტური იქნება, თუ სპეციალური მასწავლებლები დაიცავენ ბალანსს აკადემიური და კოგნიტური უნარების განმავითარებელი აქტივობების შერჩევისას, მაგალითად, დისტანციურად მოწოდებულ დავალებებში გაითვალისწინებენ როგორც მათემატიკის, თხრობის, წერის, კითხვისა და კოგნიტური უნარების განვითარების ხელშეწყობის, ასევე, სახალისო, მოძრავ აქტივობებს, რომლებიც ჭრას, ძერწვას და ა.შ მოიცავს;
- შესაძლოა, დავალება იყოს გაკვეთილის თემის შესაბამისი ანიმაციის ნახვა და იმის მიხედვით ნახატის შექმნა, ასევე ხელნაკეთი ნივთების დამზადება და ა.შ;
- მნიშვნელოვანია მშობლის ჩართულობა და მოტივაცია, რათა ერთგვარი ასისტირება გაუწიონ მოსწავლეებს. ამ მიმართულებით მშობლებთან კომუნიკაციაში ფსიქოლოგებისა და სპეციალური მასწავლებლების როლი ძალიან დიდია;
- სამინისტროს მულტიდისციპლინური გუნდის წევრები პერიოდულად უკავშირდებიან სპეციალურ მასწავლებლებს და სთხოვენ უკუკავშირს, უწევენ კონსულტირებას;
სამინისტროს ინფორმაციით, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მოსწავლეთა განათლებას ხელს შეუწყობს პროექტი ტელესკოლაც, რომლის ყველა გაკვეთილის თარგმნას ჟესტური ენის თარჯიმანი უზრუნველყოფს.
ასევე, უსინათლო ან მცირე მხედველი მოსწავლეები გაკვეთილებს მოისმენენ. თუმცა მნიშვნელოვანია, რომ გაკვეთილის პროცესში ნაჩვენები ვიდეო რგოლები, სურათები, თვალსაჩინო მასალები პარალელურად მასწავლებლის მიერ იყოს ზეპირად ახსნილი (აუდიო აღწერა).
სამინისტროს ინფორმაციით, იმ მოსწავლეებისთვის, რომელთაც აკადემიური და კოგნიტური უნარების სირთულე აქვთ, ტელსკოლის პროექტის ფარგლებში მოკლე ვიდეოგაკვეთილების ჩაწერა იგეგმება.
მათივე ინფორმაციით, ვიდეოგაკვეთილები მოიცავს რეკომენდაციებს: ნატიფი მოტორული უნარების, აღქმის, ყურადღების, მეხსიერების, სააზროვნო უნარების განვითარების შესახებ. აღნიშნული ვიდეოგაკვეთილები გამიზნული იქნება მშობლებისთვის, რათა მათ ოჯახის პირობებში არსებული რესურსებით სსსმ მოსწავლეთა უნარების განვითარების ხელი შეუწყონ.
ტელესკოლა მნიშვნელოვანი იქნება მათთვისაც, ვისაც სწავლის უნარის დარღვევა (დისლექსია, დისკალკულია) ახასიათებს, რადგან გაკვეთილების მეთოდოლოგია იქნება როგორც ზეპირი გადმოცემის, ასევე თვალსაჩინო მასალების ჩვენებისკენ მიმართული.
სამინისტროს განცხადებით, ტელესკოლა სასარგებლო იქნება მიუსაფარი ბავშვებისთვის, რომლებიც ამ ეტაპზე დროის უმეტეს ნაწილს დღის ცენტრებში ატარებენ.
კორონავირუსის პრევენციის მიზნით სასწავლო პროცესი ბაღებში, სკოლებში, უნივერსიტეტბსა და პროფესიულ სასწავლებლებში 21 აპრილამდე შეჩერდა.
-
გადახედვასაგარეოში უარყოფენ, რომ საქართველოს ელჩი გერმანიაში ბუნდესტაგში დაიბარეს — რა ვიცით საგარეოში უარყოფენ, რომ საქართველოს ელჩი გერმანიაში ბუნდესტაგში დაიბარეს — რა ვიცით
-
გადახედვაროგორი იყო უძველესი ადამიანების ევოლუცია — კვლევა როგორი იყო უძველესი ადამიანების ევოლუცია — კვლევა
-
გადახედვაჩახუტება ტკივილს, შფოთვასა და დეპრესიას მართლაც ამსუბუქებს — კვლევა ჩახუტება ტკივილს, შფოთვასა და დეპრესიას მართლაც ამსუბუქებს — კვლევა
-
გადახედვატეილორ სვიფტი 19 აპრილს ახალ ალბომს უშვებს —ყველაფერი, რაც ალბომზე უნდა იცოდე ტეილორ სვიფტი 19 აპრილს ახალ ალბომს უშვებს —ყველაფერი, რაც ალბომზე უნდა იცოდე
-
გადახედვაარ უღალატოთ ქართველი ხალხის უმრავლესობის მისწრაფებებს, მიმართავენ ევროპარლამენტარები საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს არ უღალატოთ ქართველი ხალხის უმრავლესობის მისწრაფებებს, მიმართავენ ევროპარლამენტარები საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს
-
გადახედვანახეთ: Boston Dynamics-მა ახალი ჰუმანოიდი რობოტი წარადგინა — ის სრულად ელექტროა ნახეთ: Boston Dynamics-მა ახალი ჰუმანოიდი რობოტი წარადგინა — ის სრულად ელექტროა
-
გადახედვაამ აქციებმა დაგვანახეს საჭიროება და ხალხის მხარდაჭერა ამ კანონის მიმართ — შალვა პაპუაშვილი ამ აქციებმა დაგვანახეს საჭიროება და ხალხის მხარდაჭერა ამ კანონის მიმართ — შალვა პაპუაშვილი
-
გადახედვაგიორგი ჯანელიძე: კანონი გამოყენებული იქნება ბოროტად და შერჩევით, ამიტომ მოგვიწოდებენ დასავლეთიდან მისი არ მიღებისკენ გიორგი ჯანელიძე: კანონი გამოყენებული იქნება ბოროტად და შერჩევით, ამიტომ მოგვიწოდებენ დასავლეთიდან მისი არ მიღებისკენ
-
გადახედვაპრეზიდენტმა ვეტო დაადო ქალთა კვოტირების გაუქმების კანონებს პრეზიდენტმა ვეტო დაადო ქალთა კვოტირების გაუქმების კანონებს
-
გადახედვაკვენტინ ტარანტინო ბოლო ფილმს, რომელშიც ბრედ პიტს უნდა ეთამაშა, აღარ გადაიღებს კვენტინ ტარანტინო ბოლო ფილმს, რომელშიც ბრედ პიტს უნდა ეთამაშა, აღარ გადაიღებს
-
-
გადახედვათამთა კალანდაძის ინფორმაციით, ლაზარე დღეს ან ხვალ გამოვა ციხიდან თამთა კალანდაძის ინფორმაციით, ლაზარე დღეს ან ხვალ გამოვა ციხიდან
-
გადახედვაუშუალოდ ვაჟა სირაძის მითითებით რამდენიმე პოლიციელმა შემათრია, მირტყამდნენ გამეტებით, ერთი ნეკნი აქვს მოტეხილი — ელისაშვილი უშუალოდ ვაჟა სირაძის მითითებით რამდენიმე პოლიციელმა შემათრია, მირტყამდნენ გამეტებით, ერთი ნეკნი აქვს მოტეხილი — ელისაშვილი
-
გადახედვამარიამ დოლიძე: საშინელი ტკივილები მაქვს, გამაყუჩებლის გარეშე ვერ ვძლებ მარიამ დოლიძე: საშინელი ტკივილები მაქვს, გამაყუჩებლის გარეშე ვერ ვძლებ
-
-
-
გადახედვააშშ-ის სახდეპი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, მოისმინოს გაფრთხილებები აშშ-ის სახდეპი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, მოისმინოს გაფრთხილებები
-
გადახედვაპრეზიდენტი: პროვოკაციისა და დაძაბვის დრო არაა, დღეს არ მთავრდება ეს პროტესტი! პრეზიდენტი: პროვოკაციისა და დაძაბვის დრო არაა, დღეს არ მთავრდება ეს პროტესტი!
-
გადახედვაკანცელარიასთან დაძაბულობის ფონზე, შსს განცხადებას ავრცელებს კანცელარიასთან დაძაბულობის ფონზე, შსს განცხადებას ავრცელებს
-
-
გადახედვავაჟა სირაძის განცხადება აქციასთან დაკავშირებით, საპოლიციო ძალების გეგმაზე ვაჟა სირაძის განცხადება აქციასთან დაკავშირებით, საპოლიციო ძალების გეგმაზე
კომენტარები