საქართველოს ბანკი COVID 19-ის გავრცელების საწინააღმდეგო ზომების მიღებას აგრძელებს. იმისათვის, რომ საერთო ძალებით წინ აღვუდგეთ პანდემიას, საქართველოს ბანკი ჯანდაცვის სამინისტროსათვის ამ ეტაპზე ყველაზე საჭირო სამედიცინო ნივთებს — ლაბორატორიულ ტესტებს, სასუნთქ აპარატებს, ხელთათმანებსა და პირბადეებს შეიძენს.

20 000 ლაბორატორიული ტესტი, 10 სასუნთქი აპარატი, 50 000 პირბადე და 60 000 ხელთათმანი ერთ კვირაში უკვე საქართველოში იქნება და ის ვირუსთან ეფექტური ბრძოლის გასაგრძელებლად მთლიანად ჯანდაცვის სამინისტროს გადაეცემა.

"ახლა, როცა ასე მნიშვნელოვანია ჩვენ საერთო მტერთან, ვირუსთან ბრძოლა, მიგვაჩნია რომ ყველამ ერთად, ჩვენი ერთობით უნდა ვიზრუნოთ პანდემიასთან გამკლავებისთვის. COVID-19-ის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში ძალიან მნიშვნელოვანია საჭირო ოდენობის დეფიციტური სამედიცინო აღჭურვილობის — სასუნთქი აპარატების, ხელთათმანებისა და პირბადეების ქონა. ლაბორატორიული ტესტი მთავარი იარაღია პანდემიის წინააღმდეგ, რაც მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ვირუსთან ბრძოლაში. რაც მთავარია, უნდა დავიცვათ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციები და მივცეთ ჩვენს ექიმებს შესაძლებლობა, შეასრულონ თავიანთი სამუშაო ისეთივე წარმატებით, როგორც ამას აქამდე აკეთებდნენ. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ყველას, ვისაც მცირედი წვლილი მაინც შეაქვს ამ საქვეყნო საქმეში. დღეს ჩვენი ექიმები და ექთნები განსაკუთრებულ მდგოამრეობაში არიან და მხარი ყველამ ერთხმად უნდა დავუჭიროთ. მჯერა რომ ერთად საქართველოსთვის ყველაფერი შეგვიძლია", — განაცახდა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.