გერმანული Euronews-ის ცნობით, მსოფლიოში პოპულარული გერმანული მუსიკალური ჯგუფის, Rammstein-ის ვოკალისტს, ტილ ლინდემანს კორონავირუსი დაუდგინდა და ბერლინის საავადმყოფოში ინტენსიურ მკურნალობას გადის.

15 მარტს მომღერალს მოსკოვში კონცერტი ჰქონდა, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ კი ხველება და მაღალი ტემპერატურა შეენიშნებოდა. საავადმყოფოში შემოწმების შემდეგ მას კორონავირუსის ინფექციის შედეგად გამოწვეული გართულებული პნევმონია დაუდგინდა.

Euronews-ის ცნობით, ამჟამად 57 წლის ტილ ლინდემანის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

Rammstein ბერლინში 1994 წელს შეიქმნა და ის მსოფლიოში ყველაზე პოპულარული გერმანული მუსიკალური ბენდია.