როგორ უნდა მოიქცეთ სახლიდან გასვლისას და სახლში დაბრუნებისას
მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული და მოსახლეობას თვითიზოლაციის რეკომენდაცია აქვს მიცემული, მნიშვნელოვანია ვირუსის პრევენციისთვის დამატებითი ნაბიჯების გადადგმა. კერძოდ, საკუთარი და ოჯახის წევრების უსაფრთხოებისთვის, საჭიროა სახლიდან გასვლისა და სახლში შესვლისას პრევენციული ღონისძიებების გატარება, რომლის პროტოკოლიც ეპიდემიოლოგთა და ინფექციის კონტროლის სპეციალისთა ასოციაციამ შეიმუშავა.
როგორ უნდა მოიქცეთ სახლიდან გასვლისას
იმისთვის, რომ აუცილებლობის შემთხვევაში სახლიდან გასვლისას დაცული იყოთ, 3-პუქტიანი გეგმა უნდა შეასრულოთ:
- ჩაიცვით გრძელმკლავიანი ტანსაცმელი;
- შეიკარით თმა და არ გამოიყენოთ სამკაულები, მაკიაჟი ან კრემი;
- თუ გაქვთ პირბადე, აიფარეთ სახეზე მანამ, სანამ დატოვებთ სახლს;
როგორ უნდა მოიქცეთ გარეთ ყოფნისას
გარეთ ყოფნისას ის წესები უნდა დაიცვათ, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ და დაავადებათა კონტროლის ცენტრმა არაერთხელ გააჟღერა. კერძოდ:
- შეეცადეთ, არ გამოიყენოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტი;
- დაიცავით სოციალური დისტანცია: 1 მეტრი ღია სივრცეში, 2 მეტრი დახურულ სივრცეში;
- თუ სახლიდან გადიხართ ცხოველთან ერთად, შეეცადეთ არ მისცეთ მას ნება, შეეხოს სხვადასხვა ზედაპირს;
- როცა ეხებით ნებისმიერ ზედაპირს, თითებზე შემოიხვიეთ ერთჯერადი ხელსახოცი. გამოყენები შემდეგ, დაკუჭეთ ხელსახოცი და გადაგდეთ ნაგვის ყუთში;
- თუ რაიმეს შეეხებით, დაიბანეთ ხელი წესების შესაბამისად ან გამოიყენეთ სადეზინფექციო ხსნარი;
- თუ დაახველებთ ან დააცემინებთ, აიფარეთ იდაყვი;
- არ შეეხოთ სახეს, სანამ არ დაიბანთ ხელებს;
- შეეცადეთ, არ გამოიყენოთ ნაღდი ფული და ისარგებლეთ უკონტაქტო გადახდით;
როგორ უნდა მოიქცეთ სახლში დაბრუნებისას
მიუხედავად ზევით აღნიშნული პრევენციული ღონისძიებებისა, არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ სახლში შესვლის დროსაც მნიშვნელოვანია პრევენციული ნაბიჯების გადადგმა:
- შეეცადეთ, სახლში შესვლისას არაფერს შეეხოთ;
- შემოსასვლელში ყუთში ჩაალაგეთ ყველა ნივთი, რომელიც გარეთ გქონდათ: ჩანთა, საფულე, ტელეფონი, გასაღები და ა.შ.;
- გაიხადეთ ფეხსაცმელი;
- თუ ცხოველთან ერთად სეირნობდით, გაუწმინდეთ მას თათები სადეზინფექციო ხსნარით;
- გაიხადეთ და გარეცხეთ ტანსაცმელი, რომელიც გარეთ გეცვათ;
- მიიღეთ შხაპი, ან თუ არ არის შესაძლებელი კარგად დაიბანეთ სხეულის ყველა ხილული ნაწილი: ხელები, მაჯები, სახე, კისერი და ა.შ.;
- გაწმინდეთ ტელეფონი და სათვალე საპნიანი წყლით ან ალკოჰოლის შემცველი ხსნარით;
- გარეთ ნაყიდი ნივთები დაამუშავეთ სპეციალური ხსნარით და ამ დროს გამოიყენეთ ხელთათმანები;
- ფრთხილად მოიხსენით ხელთათმანები და გადააგდეთ ნაგვის ურნაში.
"გახსოვდეთ, შეუძლებელია სრული დეზინფექცია სახლის პირობებში, მიზანი რისკების შემცირებაა", — აცხადებენ ასოციაციაში.
წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე:
- აუცილებელი რეკომენდაციები კორონავირუსისგან თავის დასაცავად
- რეკომენდაციები თვითიზოლაციაში მყოფი პირებისთვის
- რეკომენდაციები კარანტინში მყოფებისთვის
- როგორ უნდა გაიკეთოთ, გამოიყენოთ და გადააგდოთ ნიღაბი
- როგორ დავიბანოთ ხელები სწორად კორონავირუსისგან დასაცავად.
-
გადახედვაპარლამენტთან ახალგაზრდები აქციას მართავენ — რუსთაველი გადაკეტილია პარლამენტთან ახალგაზრდები აქციას მართავენ — რუსთაველი გადაკეტილია
-
გადახედვადეგნანი: ვფიქრობ, კანონის შემობრუნების მიზეზი ისაა, რომ ოცნებამ არჩევნებზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მუშაობა არ დაუშვას დეგნანი: ვფიქრობ, კანონის შემობრუნების მიზეზი ისაა, რომ ოცნებამ არჩევნებზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მუშაობა არ დაუშვას
-
გადახედვასაგარეოში უარყოფენ, რომ საქართველოს ელჩი გერმანიაში ბუნდესტაგში დაიბარეს — რა ვიცით საგარეოში უარყოფენ, რომ საქართველოს ელჩი გერმანიაში ბუნდესტაგში დაიბარეს — რა ვიცით
-
გადახედვაროგორი იყო უძველესი ადამიანების ევოლუცია — კვლევა როგორი იყო უძველესი ადამიანების ევოლუცია — კვლევა
-
გადახედვარაზე საუბრობს პრეზიდენტი ევროპულ მედიასთან — ზურაბიშვილის ინტერვიუები სამ ტელეარხთან რაზე საუბრობს პრეზიდენტი ევროპულ მედიასთან — ზურაბიშვილის ინტერვიუები სამ ტელეარხთან
-
გადახედვაჩახუტება ტკივილს, შფოთვასა და დეპრესიას მართლაც ამსუბუქებს — კვლევა ჩახუტება ტკივილს, შფოთვასა და დეპრესიას მართლაც ამსუბუქებს — კვლევა
-
გადახედვაოპოზიციური პარტიების ერთობლივი განცხადება რუსულ კანონთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიების ერთობლივი განცხადება რუსულ კანონთან დაკავშირებით
-
გადახედვატეილორ სვიფტი 19 აპრილს ახალ ალბომს უშვებს —ყველაფერი, რაც ალბომზე უნდა იცოდე ტეილორ სვიფტი 19 აპრილს ახალ ალბომს უშვებს —ყველაფერი, რაც ალბომზე უნდა იცოდე
-
გადახედვაარა, ფეისბუკი თქვენს ფოტოებს უნებართვოდ არ გამოიყენებს — რა ხდება სინამდვილეში არა, ფეისბუკი თქვენს ფოტოებს უნებართვოდ არ გამოიყენებს — რა ხდება სინამდვილეში
-
გადახედვაარ უღალატოთ ქართველი ხალხის უმრავლესობის მისწრაფებებს, მიმართავენ ევროპარლამენტარები საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს არ უღალატოთ ქართველი ხალხის უმრავლესობის მისწრაფებებს, მიმართავენ ევროპარლამენტარები საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს
-
გადახედვახოაკინ ფენიქსის ნაპოლეონი საშინელებაა, მე უკეთესად ვითამაშებდი — ბრაიან კოქსი ხოაკინ ფენიქსის ნაპოლეონი საშინელებაა, მე უკეთესად ვითამაშებდი — ბრაიან კოქსი
-
გადახედვაამ აქციებმა დაგვანახეს საჭიროება და ხალხის მხარდაჭერა ამ კანონის მიმართ — შალვა პაპუაშვილი ამ აქციებმა დაგვანახეს საჭიროება და ხალხის მხარდაჭერა ამ კანონის მიმართ — შალვა პაპუაშვილი
-
გადახედვაგიორგი ჯანელიძე: კანონი გამოყენებული იქნება ბოროტად და შერჩევით, ამიტომ მოგვიწოდებენ დასავლეთიდან მისი არ მიღებისკენ გიორგი ჯანელიძე: კანონი გამოყენებული იქნება ბოროტად და შერჩევით, ამიტომ მოგვიწოდებენ დასავლეთიდან მისი არ მიღებისკენ
-
გადახედვაპრეზიდენტმა ვეტო დაადო ქალთა კვოტირების გაუქმების კანონებს პრეზიდენტმა ვეტო დაადო ქალთა კვოტირების გაუქმების კანონებს
-
გადახედვაკვენტინ ტარანტინო ბოლო ფილმს, რომელშიც ბრედ პიტს უნდა ეთამაშა, აღარ გადაიღებს კვენტინ ტარანტინო ბოლო ფილმს, რომელშიც ბრედ პიტს უნდა ეთამაშა, აღარ გადაიღებს
-
-
გადახედვათამთა კალანდაძის ინფორმაციით, ლაზარე დღეს ან ხვალ გამოვა ციხიდან თამთა კალანდაძის ინფორმაციით, ლაზარე დღეს ან ხვალ გამოვა ციხიდან
-
გადახედვაქოაჩელას მუსიკალურ ფესტივალზე ლანა დელ რეისა და ბილი აილიშის დუეტი შედგა — ვიდეო ქოაჩელას მუსიკალურ ფესტივალზე ლანა დელ რეისა და ბილი აილიშის დუეტი შედგა — ვიდეო
-
გადახედვამარიამ დოლიძე: საშინელი ტკივილები მაქვს, გამაყუჩებლის გარეშე ვერ ვძლებ მარიამ დოლიძე: საშინელი ტკივილები მაქვს, გამაყუჩებლის გარეშე ვერ ვძლებ
-
-
კომენტარები