ბობ დილანმა ბოლო 8 წლის განმავლობაში პირველი სიმღერა გამოუშვა. Murder Most Foul 17 წუთი გრძელდება და ჯონ ფიცჯერალდ კენედიზე 1963 წლის მკვლელობას ეძღვნება. ამერიკის 23-ე პრეზიდენტი დალასში 22 ნოემბერს მოკლეს.

"ბნელი დღე დალასში", — ასე იხსენებს მუსიკოსი კენედიზე თავდასხმას.

სიმღერაში დილანი ასევე იხსენებს იმ პერიოდის მნიშვნელოვან ფიგურებსა და მოვლენებს, ბითლზის იმდროინდელ ჰიტს I Want to Hold Your Hand-ს, ვუდსტოკს, პასტი კლაინს, სტივ ნიკს და ა.შ.

"მადლობა იმ მხარდაჭერისთვის და ერთგულებისთვის, რომელიც ამ წლების განმავლობაში გამოხატეთ. ეს გამოუქვეყნებელი სიმღერა დიდი ხნის წინ ჩავწერე და შეიძლება, დაგაინტერესოთ. გაუფრთხილდით თავს, იყავით ყურადღებით და ღმერთი თქვენთან იქნება", — დაწერა მუსიკოსმა ტვიტერზე სიმღერის გამოქვეყნებასთან ერთად.

ბობ დილანის ბოლო სტუდიური ალბომი, Tempest 2012 წელს გამოვიდა.