დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05

იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებაში, საპატიმრო დაწესებულების მაღაზიებში საკმარისზე მეტი პროდუქტია. ასევე, საპატიმროებში მედიკამენტების საკმარისი მარაგია.

"ციხეებში პატიმრების კვებაზე მომუშავე კომპანია მუშაობას 24-საათიან რეჟიმში, კარგად მონდომებით და გამართულად", — განაცხადა წულუკიანმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ.

კორონავირუსის გავრცელების შემდეგ მსაჯვრდებულებსა და ბრალდებულებს პაემნის უფლება შეეზღუდათ. ამასთან, არც ერთი პატიმარი სასამართლოში არ გადის და ყველა პროცესი ონლაინრეჟიმში მიმდინარეობს. როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, პატიმრების უსაფრთხოებისთვის დამლაგებლები პატიმრებთან აღარ შედიან და სისუფთავეს ციხის ადმინისტრაცია უზრუნველყოფს.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა მაჩვენებელი 81 გაიზარდა. ამათგან 13 უკვე გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში არის 4505 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 247

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: