ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განმარტებით, მასობრივი ტესტირების ჩატარებისთვის არც რესურსი და არც გონივრული საფუძველი არ არსებობს. მისი თქმით, სწრაფი ტესტების გამოყენების ალგორითმი უკვე მუშავდება და მოგვიანებით გახდება ცნობილი, თუმცა უკვე გამოყოფილია პრიორიტეტული ჯგუფები.

"პირველი პრიორიტეტული ჯგუფი არის, როდესაც საქმე გვაქვს მოგზაურობის ისტორიასთან და გამოხატულია კლინიკური სურათი. პირველ რიგში ის ექვემდებარება ტესტირებას.

შემდგომ მოდის კონტაქტების ჯგუფი და მარნეულშიც ამიტომ ხდება ინტენსიური ტესტირება. გარდა ამისა, უკვე მნიშვნელოვანი იქნება ტესტირების გამოყენება კლინიკებში ცხელებით შემოსულ პაციენტებში", — განაცხადა მან TV პირველის ეთერში.

მისივე განმარტებით, თუ არ არის გამოხატული კლინიკური სურათი, ანუ ადამიანს არ აქვს სიმპტომები, ტესტირების ჩატარება არც რეკომენდირებულია და არც გონივრული.

საქართველოში კორონავირუსის 79 შემთხვევაა დაფისქირებული, მათგან გამოჯანმრთელებულია 10. ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში 4 346 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 247.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: