5 მიზეზი, რატომ იქნება კრიზისი საქართველოს ეკონომიკისთვის უფრო მოკლევადიანი, ვიდრე ჩანს
5 მიზეზი, თუ რატომ იქნება ეს კრიზისი უფრო მოკლევადიანი საქართველოსთვის, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს:
-
ადგილი აქვს მსოფლიო სამეცნიერო/სამედიცინო საზოგადოების უპრეცედენტო გაერთიანებას ვირუსთან ბრძოლაში. 80-მდე წამყვან ლაბორატორიაში მიმდინარეობს კვლევები 24/7 რეჟიმში. სავარაუდოდ, მაის/ივნისში ადამიანები დაუბრუნდებიან ნორმალურ ცხოვრებას. ამასთან, ჩვენი ქვეყნის ინსტიტუტები (საზღვრის დაცვა, საპატრულო პოლიცია, დაავადებათა კონტროლის ცენტრი და ა.შ.) მზად აღმოჩნდა საგანგებო ვითარებაში ეფექტურად მუშაობისთვის;
- 2008 წლის კრიზისთან შედარებით, განვითარებული სამყაროს მთავრობები გაცილებით სწრაფად და დიდი მოცულობით სტიმულირების პაკეტს განახორციელებენ (მხოლოდ აშშ — 2 ტრილიონი, ევროკავშირი — 1 ტრილიონი, ბრიტანეთი — 250 მილიარდი და ა.შ.). ასეთი მასშტაბური ფულადი ინიექცია მოთხოვნის სტიმულირებას ძალიან სწრაფად შეძლებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დასავლეთი ისევ იტყვის თავის სიტყვას;
- საქართველო საშუალოზე ღარიბი ქვეყანაა და ჩვენი ეკონომიკა არ არის ინტეგრირებული იმ დოზით, რომ მსოფლიო ბირჟებზე ფასების ვარდნა მყისიერ ეფექტს იძლეოდეს. საქართველოში ძირითადი გადაცემა ვაჭრობის გზით ხდება, რაც დათვლადი და პროგნოზირებადია. მოკლედ, თუ მოვინდომებთ, იუველირული სიზუსტით შეგვიძლია ზარალის და დაზარალებულების იდენტიფიცირება (იმედია ასეც ხდება);
- საგადამხდელო ბალანსი მართალია დაირღვა, მაგრამ გაურკვევლობას და ნეგატიურ მოლოდინებს თუ ჩამოვაცილებთ, დანაკლისი არ იქნება იმხელა, რომ მისი სწრაფი ჩანაცვლება წარმოუდგენელი ამოცანა იყოს. ასევე გვეხმარება ნავთობსა და სხვა პროდუქტებზე მსოფლიო ფასების კლება, რაც სხვა თანაბარ პირობებში, გაცვლით კურსს უფრო სწრაფად აბრუნებს წონასწორობაში. ეს, ასევე, ამცირებს ინვესტიციებს, მაგრამ ინვესტიციები მანამდეც ისე იყო შემცირებული, რომ მისი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი კლება ცოტა რთული წარმოსადგენია;
- მთავარი ვინც ამ პროცესში ზარალდება, არის სერვისის სექტორი, მცირე და საშუალო მეწარმეები, თვითდასაქმებულები და უცხოურ ვალუტაში მსესხებლები. ყველა ამ ჯგუფის იდენტიფიცირება და პირდაპირი დახმარება, ასევე, არც თუ ისე რთული ამოცანაა საბოლოო ჯამში.
მოკლედ, ეფექტური მენეჯმენტის, კომუნიკაციის და ხედვის პირობებში შესაძლებელია წლის ბოლოსთვის ამ კრიზისიდან მხოლოდ ცუდი მოგონება და ახალი შესაძლებლობები დარჩეს.
#დარჩისახლში
-
გადახედვაორსულების დიეტა ნაყოფის სახის მახასიათებლებზე მოქმედებს — კვლევა ორსულების დიეტა ნაყოფის სახის მახასიათებლებზე მოქმედებს — კვლევა
-
გადახედვაComcom-მა დათვალა, რამდენმა ადამიანმა უყურა საქართველო-საბერძნეთის მატჩს პირველ არხზე Comcom-მა დათვალა, რამდენმა ადამიანმა უყურა საქართველო-საბერძნეთის მატჩს პირველ არხზე
-
გადახედვასომხეთში სოლოვიოვის პროპაგანდისტული გადაცემების ტრანსლირება აიკრძალა სომხეთში სოლოვიოვის პროპაგანდისტული გადაცემების ტრანსლირება აიკრძალა
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას
-
გადახედვაბჟანიას გადადგომის მოთხოვნით სოხუმში აქტივისტი შიმშილობს ბჟანიას გადადგომის მოთხოვნით სოხუმში აქტივისტი შიმშილობს
-
გადახედვაჯიფსი როუზი ციხის დატოვებიდან 3 თვის შემდეგ განქორწინდა ჯიფსი როუზი ციხის დატოვებიდან 3 თვის შემდეგ განქორწინდა
-
გადახედვადედაჩემის იპოთეკა დავფარე, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო — სიდნი სვინი დედაჩემის იპოთეკა დავფარე, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო — სიდნი სვინი
-
გადახედვავენერაზე სიცოცხლის "საშენი მასალის" არსებობა შესაძლებელია — კვლევა ვენერაზე სიცოცხლის "საშენი მასალის" არსებობა შესაძლებელია — კვლევა
-
გადახედვაბაკურიანში, ზვავში მოყოლილი ადამიანის სამძებრო-სამაშველო ოპერაცია განახლდა ბაკურიანში, ზვავში მოყოლილი ადამიანის სამძებრო-სამაშველო ოპერაცია განახლდა
-
-
გადახედვაინფოგრაფიკა: პრინციპები, რომელსაც მოსამართლე უნდა ეყრდნობოდეს ინფოგრაფიკა: პრინციპები, რომელსაც მოსამართლე უნდა ეყრდნობოდეს
-
გადახედვაბასიანი: კანონი სრულად ზღუდავს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, აწესებს ცენზურას ფაქტობრივად ყველა სფეროზე ბასიანი: კანონი სრულად ზღუდავს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, აწესებს ცენზურას ფაქტობრივად ყველა სფეროზე
-
-
გადახედვასაქართველოს 10 საუკეთესო გამოსვლა ევროვიზიაზე საქართველოს 10 საუკეთესო გამოსვლა ევროვიზიაზე
-
გადახედვამასშტაბური კვლევის თანახმად, ვიაგრა ალცჰაიმერის განვითარების რისკებს 50%-ით ამცირებს მასშტაბური კვლევის თანახმად, ვიაგრა ალცჰაიმერის განვითარების რისკებს 50%-ით ამცირებს
-
გადახედვაახალი რობოტი ადამიანის სახის გამომეტყველებას იმეორებს ახალი რობოტი ადამიანის სახის გამომეტყველებას იმეორებს
-
-
-
გადახედვაროგორ აისახება ყინულის დნობა დღის ხანგრძლივობაზე? — ახალი კვლევა როგორ აისახება ყინულის დნობა დღის ხანგრძლივობაზე? — ახალი კვლევა
-
გადახედვავინ იქნება Neuralink-ის შემდეგი პაციენტი — რა ვიცით ვინ იქნება Neuralink-ის შემდეგი პაციენტი — რა ვიცით
-
გადახედვა340 000 ლარზე მეტი ოდენობის თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ორ პირს ბრალდება წარედგინა 340 000 ლარზე მეტი ოდენობის თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ორ პირს ბრალდება წარედგინა
კომენტარები