25 მარტს აუქციონზე $40 მილიონის გაყიდვის შემდეგ, 27 მარტის გაცვლითი კურსით, ლარი ევროსთან თითქმის 8 თეთრით, დოლართან კი თითქმის 3 თეთრით გაუფასურდა. ხვალიდან 1 დოლარის ოფიციალური ღირებულება 3,4842 ლარი, ხოლო 1 ევროს ფასი კი 3,8159 ლარი იქნება.

ახალი გაცვლითი კურსი ეროვნული ბანკის ვებგვერდზე 17 საათზე განახლდა, სადაც აღნიშნულია, რომ ლარი 40-ზე მეტ უცხოურ ვალუტასთან მიმართებით გაუფასურდა.