გამოცემა Meduza-ს ინფორმაციით, რუსეთის მთავრობის აპარატის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. როგორც გამოცემა წერს, ამის შესახებ მათ მთავრობასთან დაახლოებული პირისგან გაიგეს, ინფორმაცია კი შემდეგ მთავრობაში ერთ-ერთმა წყარომ დაადასტურა.

Meduza-ს განმარტებით, დადებითი პასუხი კორონავირუსზე 25 მარტს გახდა ცნობილი, თუმცაღა თანამშრომელს სიმპტომები ჯერ არ გამოუვლენია. როგორც წყარო გამოცემასთან ყვება, აპარატის თანამშრომელი 26 მარტიდან სამსახურში აღარ გამოცხადებულა. ამავე დღეს მთავრობის სხდომა ჩატარდა.

"ინფიცირებულის ყველა კონტაქტი შეამოწმეს", — ამბობს წყარო. ამავე დროს, მთავრობასთან დაახლოებული პირი Meduza-ს ეუბნება, რომ ზუსტი დიაგნოზი ჯერ ცნობილი არაა და ეს მხოლოდ ეჭვებია.

რუსეთში კორონავირუსთან ბრძოლის ღონისძიებებს მთავრობა ხელმძღვანელობს. პრემიერ-მინისტრი მიხაილ მიშუტინი საკოორდინაციო საბჭოს ხელმძღვანელობს, ხოლო ვიცე-პრემიერი ტატიანა გოლიკოვა — ოპერატიულ საბჭოს. ორივე მათგანი შემდეგომში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს აწვდის ინფორმაციას.

ოპერატიული შტაბი ამ ეტაპისთვის კორონავირუსის 840 შემთხვევას ადასტურებს. ვირუსის შედეგად სამი ადამიანი გარდაიცვალა.