დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე ამბობს, რომ ამ დროისთვის უცნობია, როდის იქნება ქვეყანაში კორონავირუსის პიკი.

ამის შესახებ პაატა იმნაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში, ინტერნეტგამოცემა პუბლიკის კითხვის საპასუხოდ განაცხადა. პუბლიკის კითხვა პიკთან დაკავშირებით გავრცელებულ სხვადასხვა ინფორმაციასა თუ მოსაზრებას ეხებოდა.

"მე მესმის, რომ ყველას აინტერესებს რა მოხდება, მაგრამ როცა დაიწყება ქვეყანაში ფართო შიდა გავრცელება, შემდგომ ვიტყვით, როდის გავალთ პიკზე, ზუსტად დავასახელებთ ამ დროს. მანამდე უნდა ვემზადოთ, რომ უახლოეს პერიოდში იქნება ქვეყანაში ზრდის შემთხვევები", — თქვა იმნაძემ.

მანვე აღნიშნა, რომ საქართველოს მსგავსი ქვეყნების გამოცდილების გათვალისწინებით, რომ არ გატარებულიყო ის ღონისძიებები, რომელიც ქვეყანაში ეტაპობრივად გატარდა, ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებულთა მაჩვენებელი 3-ჯერ ან 4-ჯერ მეტი იქნებოდა.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით 79 ადამიანია ინფიცირებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 10. კარანტინის რეჟიმში 4 346 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 247.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: