იმ ადამიანებს, რომლებიც სხვების ჯანმრთელობას და უსაფრთხოებას პანდემიის პირობებშიც იცავენ, სტარბაქსი ყავას უფასოდ გადასცემს.

ამ პროფესიებს შორის არიან პოლიციელები, მეხანძრეები, ექიმები, მედდები და ექთნები. აქცია სამ მაისამდე მოქმედებს.

უფასო ყავის მიღება შეიძლება მომავალი ორი კვირის განმავლობაში გართულდეს, რადგან ამერიკასა და კანადაში სტარბაქსის მაღაზიების ნაწილი დაკეტილია. ამ ეტაპზე, მხოლოდ ადგილზე მიტანისა და მანქანით გამორთმევის სერვისები მუშაობს. თუმცა, საავადმყოფოების ტერიტორიაზე რესტორნების დიდი ნაწილი ჯერ კიდევ ღიაა.

სტარბაქსმა განაცხადა, რომ კომპანია თანამშრომლებს მომავალი 30 დღის ხელფასს გადაუხდის, იმის მიუხედავად, გამოცხადდებიან თუ არა ისინი სამსახურში.