სანამ მკითხველები სახლებში წიგნით ხელში მოკალათებულან და საკუთარ წარმოსახვაში სამოქალაქო პასუხისმგებლობის შესრულებისთვის კარცერ-ლუქსის სახე აქვთ მიცემული, არსებობენ ისეთი ადამიანებიც, რომლებსაც კითხვა დიდად არ უყვართ და დროის გაყვანის სხვა ხერხებს ამჯობინებენ. ეს სტატია სწორედ ასეთი ხალხისთვის იქნება დროული.

სანამ სხვები კითხულობენ, შეგიძლია შენში კულინარიული ნიჭი აღმოაჩინო და სწორედ ამაში დაგეხმარება მიშა ბახსოლიანის კანიბალიადა.

ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა

კარგი, არ გინდა, ხმაურსა და მძვინვარებას ნუ ატეხ, ადამიანების შეჭმისკენ მოგვიწოდებენო, უბრალოდ ვიხუმრე. რეალურად კი, აი, რა მინდა გირჩიო:

ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა

ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა

"რასაცა გასცემ შენია, რაც არა, დაკარგულიაო!" — და ჩვენც ვეფხისტყაოსნის გრაფიკული ვერსიის საავტორო უფლებები ბელგიაში, საფრანგეთსა და იტალიაში გავეცით.

სანამ სხვები კითხულობენ, შეგიძლია ვეფხისტყაოსნის გრაფიკული ვერსიით დრო ძალიან საინტერესოდ გაიყვანო და გაიგო, რა სახით გაიცნობენ უცხოელები ქართულ საგანძურს.

ილუსტრაციის ავტორი: დავით მაჭავარიანი

ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა

"ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს თუნდა ხვადიაო", — კი თქვა შოთამ 800 წლის წინ, მაგრამ მებრძოლ ქალებს მაინც დიდი ძალისხმევა დასჭირდათ თანასწორობის მისაღწევად.

სანამ სხვები კითხულობენ, შეიძლება იმდენად მოიწყინო, რომ ყოფილს მისწერო და მოგინდეს მიბრუნება.

ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა

მაგრამ სანამ ასე მოიქცევი, უხმე ლოგიკას, არის ეს ის, რაც ნამდვილად გინდა?

ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა

სანამ სხვები კითხულობენ, შეგიძლია თვალს წყალი სახლიდან გაუსვლელად დაალევინო. ვიღებთ წყლით სავსე ჭიქას, ვდებთ მასში საწრუპს და მიგვაქვს თვალთან, მაგრამ ოფთალმოლოგები ამ რჩევას არ ემხრობიან და სანაცვლოდ რეკომენდაციას თბილისის ალბომებს უწევენ, ასეც სვამს თვალი წყალსო.

ჩვენ კი გირჩევთ, სახლიდან გაუსვლელად, სოლოლაკის, ვერისა და ძველი თბილისის ისეთი ადგილები დაათვალიერო, რომლებიც არც თუ ისე ბევრმა იცის.

ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა

სანამ სხვები კითხულობენ და თანაც ირწმუნებიან, ამგვარად ჩვენს ფანტაზიის უნარსა და გონებას ვამრავალფეროვნებთო, შეგიძლია ფანქრები მოიმარჯვო და ჰარი პოტერის ჯადოსნური სამყარო გააფერადო.

ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა

სანამ სხვები კითხულობენ, დაფიქრდი, ვაითუ დიდხანს მოგიწიოს მათთან ერთად ერთ სივრცეში ყოფნა და იქნებ ჯობდეს, მათი კარგი განწყობის შენარჩუნებაზე იზრუნო? თუ ამისთვის წიგნები საკმარისია, დროა ისარგებლო სულაკაურის გამომცემლობის უფასო მიტანის სერვისით, შეიძინო შენთვის საინტერესო არამხატვრული, ხოლო მათთვის საყვარელი მხატრული ლიტერატურა საიტიდან — Sulakauri.ge.

სულაკაურის გამომცემლობას კიდევ ერთი სიახლე აქვს — ფეისბუქზე შეიქმნა ახალი ჯგუფი — სარჩევი. ესაა სივრცე, სადაც მკითხველები, მწერლები და გამომცემლები ერთად იყრიან თავს. ასე რომ, თუკი გსურს შეიტყო ლიტერატურული სიახლეები, გაესაუბრო ქართველ ავტორებს, მიიღო მონაწილეობა სხვადასხვა კონკურსში და ახლოს გაიცნო სულაკაურის გამომცემლობა, აუცილებლად შეუერთდი სარჩევს. იქნებ, ჯგუფმა გაპოვნინოს წიგნი, რომელიც ლიტერატურას შეგაყვარებს და სანამ სხვები კითხულობენ, შეიძლება შენც მოგინდეს კარცერ-ლუქსში განმარტოვება.