შოტლანდიელი დიპლომატი უნგრეთში კორონავირუსით დაიღუპა. სტივენ დიკი, რომელიც 37 წლის იყო, უნგრეთში ბრიტანეთის ელჩის მოადგილე იყო. BBC წერს, რომ უცნობია, ჰქონდა თუ არა მან რაიმე თანმხლები დაავადება.

დიდი ბრიტანეთის ელჩმა, იან ლინდსის თქმით, დიკი მასთან ერთად ოქტომბრიდან მუშაობდა. მისივე თქმით, ოჯახი და გუნდის სხვა წევრები შოკირებულები არიან დიკის სიკვდილით.

ამ დროისთვის მსოფლიოში 472,790 დადასტურებული შემთხვევაა და მათგან 21,313 გარდაიცვალა. უნგრეთში ჯერჯერობით მხოლოდ 261 ინფიცირების შემთხვევა და 10 გარდაცვლილია.