დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05

მარნეულიდან თბილისში საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოყვანილ ჩვილს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებთან საავადმყოფოს ექიმმა თერაპევტმა, ლალი ტრუძელაძემ გააჟღერა.

"14 დღის ბავშვის მდგომარეობა გაცილებით უკეთესია, როცა შემოვიდა იყო კრიტიკულად მძიმე და ახლა ითვლება, რომ არის საშუალო სიმძიმის, დინამიკა ძალიან დადებითია, რაც გვახარებს", — თქვა ლალი ტურძელაძემ.

ექიმის ინფორმაციით, ახალშობილის ბაბუა ამბობს, რომ ბავშვის დედა, რომელიც მარნეულშია, თავს უკეთ გრძნობს და ტემპერატურა აღარ აქვს. ჩვილი მარნეულიდან თბილისში 24 მარტს გადმოიყვანეს, მას მწვავე სუნთქვის უკმარისობა ჰქონდა.

26 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსი დაუდასტურდა 77 ადამიანს. აქედან 10 უკვე გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4055 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 252.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: