დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05

საქართველოში კორონავირუსული ინფექცია კიდევ ორ ადამიანს დაუდასტურდა და ჯამში, 77 შეადგინა.

ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

მისი თქმით, ინფექციურში ოთხი მძიმე პაციენტია, მათ შორის ერთი ორი ახალი შემთხვევიდანაა.

"ამ სიმძიმეს განაპირობებს ორმხრივი მძიმე პნევმონია, სუნთქვის უკმარისობით და ასევე, თან არსებული დაავადება რკინა-დეფიციტური მძიმე ანემიის სახით, რომელიც არსებულ სიტუაციას კიდევ უფრო ამძიმებს. გუშინდელს მერე მდგომარეობის პროგრესირება არ ყოფილა ამ პირთან, სტაბილური სიტუაციაა და თუ ასე გაგრძელდება, მდგომარეობა სტაბილური თუ დარჩება, ალბათ გამოსავალიც კეთილსაიმედო უნდა იყოს", — თქვა ეზუგბაიამ.

77 ინფიცირებულს შორის 10 უკვე გამოჯანმრთელებულია. ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4055 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 252.