ინფიცირებული პრინცი დიდ ბრიტანეთში და ეკლესიის უცვლელი პოზიცია საქართველოში — 25 მარტის შეჯამება
25 მარტის მდგომარეობით
მსოფლიოში
- დადასტურებული შემთხვევა — 454 398;
- გარდაცვლილი — 20 550;
- გამოჯანმრთელებული — 113 045
საქართველოში
- დადასტურებული შემთხვევა - 75;
- გამოჯანმრთელებული - 10;
- კარანტინის რეჟიმში - 4 055
დღის ფაქტი
ესპანეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ ჩინეთისას გადააჭარბა
ესპანეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ ჩინეთის მონაცემებს გადააჭარბა.
ბოლო მონაცემებით, ესპანეთში კორონავირუსით 3 434 ადამიანია გარდაცვლილი, ჩინეთში კი — 3 281.
შესაბამისად, ესპანეთი, იტალიის შემდეგ, მეორე ქვეყანა გახდა მსოფლიოში, რომელმაც ჩინეთს გადაუსწრო.
დღის ფოტო: ბოლივიელი სექსმუშაკები
დღის მთავარი ჰედლაინი მსოფლიო მედიაში
პრინც ჩარლზს კორონავირუსი დაუდგინდა
დიდი ბრიტანეთის სამეფო ტახტის მემკვიდრეს, 71 წლის უელსის პრინც ჩარლზს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.
პრინცის დაინფიცირების შესახებ ინფორმაცია კლარენსის სახლმა დაადასტურა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მას სუსტი სიმპტომები აქვს, სხვა მხრივ კი თავს კარგად გრძნობს. ტესტირება ჩაიტარა კრონველის ჰერცოგინია კამილამაც, თუმცა მას კორონავირუსზე უარყოფითი პასუხი დაუფიქსირდა.
კლარენსის სახლის ინფორმაციით, ჩარლზი და კამილა შოტლანდიაში, ბალმორალში იქნებიან თვითიზოლირებულნი. უცნობია ვისგან გადაედო პრინცს ვირუსი.
სხვა მნიშვნელოვანი ამბები მსოფლიოში:
- მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 450 000-ს გადააჭარბა, გარდაცვლილია 20 500-მდე ადამიანი, გამოჯანმრთელებულია 113 000-მდე პაციენტი;
- უკრაინაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, ის 24 აპრილამდე გაგრძელდება;
- უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ კორონავირუსის გამო მრევლი ტაძრებში ღვთისმსახურებას აღარ დაესწრება. მათ საშუალება ექნებათ, ლოცვა დისტანციურად მოისმინონ;
- ესპანეთის ვიცე-პრემიერს, კარმენ კალვოს კორონავირუსი აღმოაჩნდა;
- აშშ ეკონომიკის სტიმულირებისთვის 2 ტრილიონ დოლარს გამოყოფს;
-
მოსკოვის მერმა, სერგეი სობიანინმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს განუცხადა, რომ დედაქალაქში ინფიცირებულთა რეალური რიცხვი ოფიციალურ მაჩვენებელს ბევრად აღემატება. მისი თქმით, ჩატარებული ტესტირების რაოდენობა საკმარისი არ არის, რადგან ზოგიერთი მოსკოველი უცხოეთიდან ბრუნდება, თვითიზოლაციაშია და არ იცის აქვს თუ არა ვირუსი.
დღის მთავარი ჰედლაინი ქართულ მედიაში
9 დღის ჩვილი კორონავირუსის სიმპტომებით მარნეულიდან საავადმყოფოში გადაიყვანეს
კორონავირუსის სიმპტომებით 9 დღის ახალშობილი მარნეულიდან თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოიყვანეს. ახალშობილს სუნთქვის მწვავე უკმარისო ჰქონდა. მას უკვე აუღეს ტესტი კორონავირუსზე და ლუგარის ლაბორატორიიდან პასუხს ელოდებიან.
სხვა მნიშვნელოვანი ამბები ქართულ მედიაში:
- საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 75-მდე გაიზარდა
- საქართველოში სწრაფი ტესტების პირველი პარტია ჩამოვიდა
- ზესტაფონის ტაძარში თითოეულ მორწმუნეს ზეთი ეცხება ერთჯერადი საცხით — მეუფე მელქისედეკი
- მედიით ხელოვნურად მზადდება აზრი, რათა შესაძლო პრობლემების მიზეზი ეკლესია გამოცხადდეს — საპატრიარქო
- გაუგებარია აქცენტი სულიერი საზრდოსთვის მოსულ მრევლზე, როცა აფთიაქებსა და მაღაზიებში მეტი ხალხია — საპატრიარქო
დღის კარგი ამბავი
"პური ჩვენთან გაიცემა უფასოდ" — მარნეულელმა დედა-შვილმა ორ დღეში 500-ზე მეტი პური დაარიგა
24 წლის დავით დალაქიშვილი მარნეულში, სოფელ თამარისში ცხოვრობს. ორი დღის წინ მისმა ინიციატივამ სოციალური ქსელი ააჭრელა — დავითმა საკარანტინო ზონად გამოცხადებული მარნეულის მოსახლეობას ორი დღით უფასო პური შესთავაზა.
"ღამე გამოცხადდა მარნეულში და ბოლნისში კარანტინი. დილა რომ გათენდა, უკვე შეინიშნებოდა გარკვეული პანიკა ხალხში. დავურეკე დედაჩემს დილის ექვს საათზე და ვთხოვე, რომ უკვე დაგვეწყო თანასოფლელებზე პურის გაცემა უფასოდ, რაზეც დაუფიქრებლად დამთანხმდა. უცებ შევადგინეთ ტექსტი, დავწერეთ ფურცელზე და გავაკარით", — ამბობს დავითი.
ამბავი, რომელმაც გაგვაღიმა
პატრონის სახლში ყოფნით გახარებულმა ძაღლმა ქიცინისგან კუდი იღრძო
როლო ბრიტანეთში მცხოვრები 7 წლის ტაქსაა, რომელსაც, მისთვის აუხსნელი მიზეზით, ყველაზე დიდი სურვილი აუსრულდა: მისი პატრონი სულ სახლშია. მართალია, ხანდახან მუშაობს ხოლმე, მაგრამ მაინც სულ სახლშია და მისთვისაც მეტი დრო აქვს.
როლომ საკუთარი აღფრთოვანების დამალვა ვერ შეძლო და პირველი რამდენიმე დღის განმავლობაში გაუჩერებლად აქიცინა კუდი, თუმცა ამის შემდეგ კუდის ქიცინი შეწყვიტა და მოიწყინა. მისმა პატრონმა, ემამ თავიდან ჩათვალა, ალბათ, მოვბეზრდიო, მაგრამ ეს ვერსია ზედმეტად დაუჯერებელი იყო, ამიტომ ტაქსა ვეტერინართან წაიყვანა, სადაც მას დიაგნოზი დაუსვეს: როლომ ქიცინისგან კუდი იღრძო.
ერთად თავმოყრილი რეკომენდაციები:
ნახეთ წინა შეჯამებები:
- 21 თეთრით გაუფასურებული ლარი და ეპიდაფეთქების რისკი აშშ-ში — 24 მარტის შეჯამება
- ანგელა მერკელი კარანტინში და საკვირაო წირვები საქართველოში — 22 მარტის შეჯამება
- დაჩქარებული პანდემია და მკაცრი საკარანტინო ზონა საქართველოში — 23 მარტის შეჯამება
- საქართველოს საგანგებო მდგომარეობა და გარდაცვლილთა ზრდა იტალიაში — 21 მარტის შეჯამება
- სოციალური დისტანცირება, როგორც გადარჩენის გზა — კორონავირუსის 20
- მარტის შეჯამება"გამარჯობა, თქვენ კორონას პაციენტთან ახლოს იყავით" – 19 მარტის შეჯამება
- ბრიტანეთი ჯოგური იმუნიტეტის ამბიციური გეგმიდან უკან იხევს – 18 მარტის შეჯამება
- შეჩერებული "მარშრუტკები" და ბრაზილიის ციხიდან გაქცეული პატიმრები – რა ხდებოდა 17 მარტს
- კორონავირუსი 16 მარტს: პირველი გამოჯანმრთელებული საქართველოში და ევროპის ჩაკეტვის მოლოდინი
- კორონავირუსი 15 მარტს: გამკაცრებული შეზღუდვები და ფანჯრები, როგორც ერთადერთი გასართობი
- მესამეული გადაცემის ფაქტი საქართველოში და კრიზისი ესპანეთში – 14 მარტის შეჯამება
- კორონავირუსი: სტატისტიკა და ახალი ამბები 13 მარტის მდგომარეობით
- კორონავირუსი: რა ხდება საქართველოსა და მსოფლიოში 12 მარტის მდგომარეობით.
-
გადახედვაახალი სურათი ჩვენი გალაქტიკის შავი ხვრელის მაგნიტური ველის სტრუქტურას გვიჩვენებს ახალი სურათი ჩვენი გალაქტიკის შავი ხვრელის მაგნიტური ველის სტრუქტურას გვიჩვენებს
-
გადახედვა2023 წელს შემცირდა ქორწინების, განქორწინების და შობადობის მაჩვენებელი — საქსტატი დემოგრაფიულ მაჩვენებლებს აქვეყნებს 2023 წელს შემცირდა ქორწინების, განქორწინების და შობადობის მაჩვენებელი — საქსტატი დემოგრაფიულ მაჩვენებლებს აქვეყნებს
-
გადახედვაკვლევის მიხედვით, თაობიდან თაობამდე ტვინების ზომა იზრდება — რას შეიძლება ნიშნავდეს ეს კვლევის მიხედვით, თაობიდან თაობამდე ტვინების ზომა იზრდება — რას შეიძლება ნიშნავდეს ეს
-
გადახედვაბაკურიანში, თოვლის მასაში ერთი ადამიანია მოყოლილი — ადგილზე მუშაობენ მაშველები ბაკურიანში, თოვლის მასაში ერთი ადამიანია მოყოლილი — ადგილზე მუშაობენ მაშველები
-
გადახედვაახალგაზრდებმა ზეწოლა არ უნდა იგრძნონ, თუ ადრეულ ასაკში სექსი არ აქვთ — რებელ უილსონი ახალგაზრდებმა ზეწოლა არ უნდა იგრძნონ, თუ ადრეულ ასაკში სექსი არ აქვთ — რებელ უილსონი
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისის საქმეზე დასკვნითი სხდომა კვლავ გადაიდო ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე დასკვნითი სხდომა კვლავ გადაიდო
-
გადახედვა2026 წელს ასტრონავტები მთვარეზე მცენარეებსაც წაიღებენ 2026 წელს ასტრონავტები მთვარეზე მცენარეებსაც წაიღებენ
-
გადახედვაBlack Sea Arena-ზე Scorpions და OneRepublic მაისში კონცერტებს გამართავენ Black Sea Arena-ზე Scorpions და OneRepublic მაისში კონცერტებს გამართავენ
-
გადახედვააზერბაიჯანი ევროკავშირისა და აშშ-ის სომხეთთან დაგეგმილი შეხვედრის გამო აღშფოთებულია აზერბაიჯანი ევროკავშირისა და აშშ-ის სომხეთთან დაგეგმილი შეხვედრის გამო აღშფოთებულია
-
-
გადახედვარომელია მსოფლიოში უძველესი უნივერსიტეტი რომელია მსოფლიოში უძველესი უნივერსიტეტი
-
გადახედვაფეხბურთის მეკარეები სამყაროს სხვებისგან განსხვავებულად აღიქვამენ — კვლევა ფეხბურთის მეკარეები სამყაროს სხვებისგან განსხვავებულად აღიქვამენ — კვლევა
-
გადახედვაქმარი უკან მხევდა, ახლა თავისუფალი ვარ — შაკირა ქმარი უკან მხევდა, ახლა თავისუფალი ვარ — შაკირა
-
გადახედვაიმ პერიოდში, როცა მუცელი მომეშალა, სპექტაკლში ორსულ ქალს ვთამაშობდი — ენ ჰეთეუეი იმ პერიოდში, როცა მუცელი მომეშალა, სპექტაკლში ორსულ ქალს ვთამაშობდი — ენ ჰეთეუეი
-
გადახედვა53-კაციანი სია: მათი ღირსების ორდენით დაჯილდოების მოთხოვნით, კობახიძემ პრეზიდენტს მოგებული მატჩის გამო მიმართა 53-კაციანი სია: მათი ღირსების ორდენით დაჯილდოების მოთხოვნით, კობახიძემ პრეზიდენტს მოგებული მატჩის გამო მიმართა
-
გადახედვაChatGPT-ის გამოყენება მეხსიერების დაქვეითებასთან დააკავშირეს ChatGPT-ის გამოყენება მეხსიერების დაქვეითებასთან დააკავშირეს
-
-
გადახედვაამ დღეს 30 წელი ველოდით, ბევრი ვიბრძოლეთ, ცოტა გაგვიმართლა და მიზანს მივაღწიეთ — მერაბ მეტრეველი ამ დღეს 30 წელი ველოდით, ბევრი ვიბრძოლეთ, ცოტა გაგვიმართლა და მიზანს მივაღწიეთ — მერაბ მეტრეველი
-
გადახედვაინგლისის ვეტკლინიკაში მოხვედრილი "ზღარბი" ქუდის პომპონი აღმოჩნდა ინგლისის ვეტკლინიკაში მოხვედრილი "ზღარბი" ქუდის პომპონი აღმოჩნდა
-
გადახედვა15 000 ლარი ოჯახური წვეულებისთვის და ნაჩუქარი 630 000 ოთხ წელიწადში — ღარიბაშვილის შემოსავლები და გასავალი 15 000 ლარი ოჯახური წვეულებისთვის და ნაჩუქარი 630 000 ოთხ წელიწადში — ღარიბაშვილის შემოსავლები და გასავალი
-
გადახედვაახალი კვლევის თანახმად, ბუნებაში ყოფნისას დროის აღქმა იცვლება ახალი კვლევის თანახმად, ბუნებაში ყოფნისას დროის აღქმა იცვლება
კომენტარები