თეთრმა სახლმა და აშშ-ს სენატმა ქვეყნის ეკონომიკის სტიმულირებისთვის 2 ტრილიონი დოლარის გამოყოფის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

აღნიშნული თანხით აშშ შეეცდება, რომ ქვეყნის ეკონომიკაზე კორონავირუსის ნეგატიური გავლენა შეამციროს. დახმარების პაკეტი მოიცავს: 367 მილიარდი დოლარის სასესხო პროგრამას მცირე ბიზნესებისთვის, 500 მილიარდს ინდუსტრიებისთვის, ქალაქებისა და შტატებისთვის, 130 მილიარდს საავადმყოფოებს, 150 მილიარდს შტატებისა და ადგილობრივი სტიმულირების ფონდებისთვის და 250 მილიარდს უმუშევრებისთვის.

სენატის უმრავლესობის ხელმძღვანელმა, მიტჩ მაკკონელმა კი დახმარების პაკეტის მოცულობა, "ომისდროინდელი დონის ამერიკისთვის“ განკუთვნილს შეადარა.

"ქალბატონები და ბატონებო, ჩვენ შევთანმხმდით. საბოლოოდ შეთანხმება მიღწეულია. ინტენსიური დისკუსიების შემდეგ, სენატმა ორპარტიულ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია", — განაცხადა მაკკონელმა.