ესპანეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ ჩინეთის მონაცემებს გადააჭარბა. ამის შესახებ მონაცემებს აშშ-ს ჰოპკინსის უნივერსიტეტი და worldometers ავრცელებენ.

ბოლო მონაცემებით, ესპანეთში კორონავირუსით 3 434 ადამიანია გარდაცვლილი, ჩინეთში კი — 3 281.

ამ მონაცემებით, ესპანეთი იტალიის შემდეგ მეორე ქვეყანა გახდა მსოფლიოში, რომელმაც ჩინეთს გადაუსწრო.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოს 190-ზე მეტ ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 440 ათასამდე შემთხვევაა დაფიქსირებული. მსოფლიოში ვირუსით 20 ათასამდე ადამიანია გარდაცვლილი, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი 111 ათასს აღემატება.