დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05

პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონულ საკითხებში, სოზარ სუბარი ამბობს, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლის მეურნეობის პროდუქცია მოხმარებისთვის სავსებით უსაფრთხოა. ამის შესახებ მან დღის ამბებში განაცხადა.

"არანაირი საფრთხე ამაში არ არსებობს. სოფლის მეურნეობის პროდუქციას ისედაც ყოველგვარი ეპიდემიის თუ პანდემიის გარეშე ყველა რეცხავს, ახლა იგივე უნდა გავაგრძელოთ. შეიძლება, ვინმე ოდნავ მეტად გულიანად გარეცხოს. საფრთხე არ არსებობს, ეს მე მრავალჯერ გადავამოწმე ჯანდაცვის ექსპერტებთან", — განაცხადა სუბარმა TV პირველის ეთერში.

საქართველოში კორონავირუსის 73 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან სამის შესახებ დღეს, 25 მარტს დილით გახდა ცნობილი. მათგან უკვე გამოჯანმრთელებულია 10 პაციენტი, კარანტინის რეჟიმში — 4 055 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 252.

კორონავირუსის გავრცელების გამო ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული და სხვადასხვა აკრძალვებია დაწესებული, მათ შორის აკრძალულია 10-ზე მეტი ადამიანის შეკრება.

მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ მარნეულში ინფიცირებულ პირს, ათეულობით ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი, საკოორდინაციო უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, მარნეულისა და ბოლნისის რაიონებში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი გამოცხადდა. ჩაიკეტა ორივე რაიონის შესასვლელი, რომელსაც სამხედროები და შსს-ს თანამშრომლები აკონტროლებენ. ასევე, გაიშალა საველე ჰოსპიტლები.

ჯანდაცვის სამინისტროს დაევალა, მარნეულსა და ბოლნისში დაიწყოს ტესტირების სპეციალური პროგრამა.

გარდა ამისა, მთავრობის გადაწყვეტილებით, საქალაქთაშორისო გადაადგილება აიკრძალა ყველა სახის ტრანსპორტით, გარდა პირადი ავტომობილებისა. თბილისის მერიის გადაწყვეტილებით კი შეზღუდვები დაწესდა ტაქსებზე. კერძოდ, მხოლოდ 2 მგზავრის გადაყვანა შეიძლება უკანა სავარძლებზე და ფანჯრები უნდა იყოს ღია.

23 მარტს ცნობილი გახდა, რომ მთავრობის განკარგულებით, საქართველოს ავიახაზები 2 კვირის განმავლობაში მსოფლიოს 6 ქალაქიდან ჩამოიყვანს მგზავრებს. მთავრობის მოთხოვნით, ბილეთის ფასი არ უნდა აღემატებოდეს €199-ს.

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდეც, მთავრობას კორონავირუსის პრევენციისთვის დაწესებული ჰქონდა არაერთი შეზღუდვა. კერძოდ:

გარდა ამისა, როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორს მიცემული აქვს რეკომენდაცია დისტანციურ მუშაობაზე. 70 წელზე ზევით მოხუცებს კი თვითიზოლაცია ურჩიეს.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: