სს ნიკორას განცხადებით, ლარის გაუფასურების მიუხედავად, კომპანიის ჰოლდინგში შემავალი ყველა ბრენდი, რომელიც საკვებ პროდუქციას აწარმოებს, ფასებს არ ზრდის.

გთავაზობთ ნიკორას განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი პროდუქტის ფასი პირდაპირ პროპორციულია ლარის კურსის ცვლილებასთან, რადგან ნედლეულის 80%-ზე მეტი იმპორტირებულია, მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით ვეკიდებით შექმნილ ვითარებას და ჰოლდინგში შემავალი ყველა ჩვენი შვილობილი კომპანია თავის წარმოებულ, 500-ზე მეტი დასახელების პროდუქტზე ინარჩუნებს აქამდე არსებულ ფასს და არც გეგმავს გაძვირებას" — განაცხადეს სს ნიკორაში.

ნიკორა საქართველოში საკვები პროდუქტების ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია და აერთიანებს შემდეგ ბრენდებს: ნიკორა - ხორცპროდუქტები, მზარეული - ნახევარფაბრიკატები, ოკეანე - თევზეული, დღის პროდუქტი - რძის ნაწარმი, პალომა - ნაყინი, პანე - პურ-ფუნთუშეული, 24 სალათი - მზა საკვები.