ვინ მისცა ხმა დონალდ ტრამპს
მიუხედავად იმისა, რომ ჰილარი კლინტონი დონალდ ტრამპს ამომრჩეველთა ხმების რაოდენობით უსწრებს, წინასწარი მონაცემებით, ამერიკის შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ხდება, რადგან მას აქვს ამომრჩეველთა 538-წევრიანი კოლეგიის 276 ხმა.
CNN-ის ეგზიტპოლების მიხედვით, თეთრკანიანების ხმათა უმეტესობა ტრამპმა მიიღო. მათ შორის არიან უმაღლესი განათლების მქონე და ქალი ამომრჩევლები.
შავკანიანი ამომრჩევლების 88%-მა მხარი ჰილარი კლინტონს დაუჭირა, ხოლო 8 პროცენტმა - ტრამპს.
არჩევნებზე მისული შავკანიანი კაცების ხმების 4/5 დემოკრატმა კანდიდატმა მიიღო:
- ჰილარი კლინტონი - 80%;
- დონალდ ტრამპი 13%.
შავკანიან ქალებში კლინტონს მეტი მხარდაჭერა აქვს, ვიდრე კაცებში:
- ჰილარი კლინტონი - 94%;
- დონალდ ტრამპი - 4%.
იმის გარდა, რომ ტრამპმა წინასაარჩევნოდ მოსახლეობას ქალების მიმართ დისკრიმინაციული გამონათქვამებით დაამახსოვრა თავი, რესპუბლიკელმა კანდიდატმა სექტემბერში ასევე განაცხადა, რომ შავკანიანები ძალიან რთულ სიტუაციას უქმნიან ამერიკას.
მიუხედავად იმისა, რომ კამპანიის დროს ტრამპის შეურაცხმყოფელმა ტონ ლათინოამერიკელების მიმართ ხშირად გაჟღერდა, შავკანიანებისგან განსხვავებით, კლინტონს ამ ჯგუფში ასეთი მაღალი მხარდაჭერა არ ჰქონია.
მართალია, დემოკრატმა კანდიდატმა მათი მხარდაჭერითაც აჯობა რესპუბლიკელს, თუმცა უფრო დაბალი მაჩვენებლებით.
ლათინო კაცების ხმები ასე გადანაწილდა:
- ჰილარი კლინტონი - 62%;
- დონალდ ტრამპი - 33%.
ლათინოამერიკელი ქალების ხმებით:
- ჰილარი კლინტონი - 68%;
- დონალდ ტრამპი - 26%.
დონალდ ტრამპმა ჰილარი კლინტონს თეთრკანიანი ამომრჩევლების ხმათა რაოდენობით აჯობა.
თეთრკანიანი კაცები:
- ჰილარი კლინტონი - 31%;
- დონალდ ტრამპი - 63%.
თეთრკანიანი ქალები:
- ჰილარი კლინტონი - 43%;
- დონალდ ტრამპი - 53%.
ასაკის მიხედვით დაჯგუფებულ მონაცემებში ვხედავთ, რომ ჰილარი კლინტონს 44 წლამდე ამომრჩევლის უმეტესობა უჭერს მხარს, თუმცა მათ შორის სხვაობა არც ისე მაღალია.
18-დან 44 წლამდე ამომრჩეველი:
- ჰილარი კლინტონი - 52%;
- დონალდ ტრამპი - 40%.
შეიძლება ითქვას, რომ ხანში შესული ამერიკელების უმრავლესობა არჩევნების შედეგებით კმაყოფილი იქნება. 44 წელს ზემოთ და უფრო ასაკოვანი ამომრჩევლის ხმების უმეტესობა 70 წლის დონალდ ტრამპს ერგო.
44 წელს გადაცილებულ ამომრჩეველთა ხმები:
- ჰილარი კლინტონი - 44%.
- დონალდ ტრამპი - 53%.
უმაღლესი განათლების არმქონე თეთრკანიანების 67-მა პროცენტმა მხარი დონალდ ტრამპს დაუჭირა. მათგან 72% კაცია და 62% ქალი.
უმაღლესი განათლების მქონე თეთრკანიანი კაცები:
- ჰილარი კლინტონი - 39%;
- დონალდ ტრამპი - 54%.
უმაღლესი განათლების მქონე თეთრკანიანი ქალები:
- ჰილარი კლინტონი - 51%;
- დონალდ ტრამპი - 45%.
CNN-ის ეს მონაცემები 24 537 ამომრჩევლის პასუხს მოიცავს, რომლებიც 350 საარჩევნო უბანზე გამოკითხეს.
ამავე გამოკითხვით გაირკვა, რომ ამერიკელი ამომრჩევლის 62%-მა სექტემბრამდე გადაწყვიტა, თუ ვის მისცემდა ხმას.
FiveThirtyEight-ის რედაქტორმა ნეიტ სილვერმა, რომელიც კლინტონის გამარჯვებას წინასწარმეტყველებდა, სამშაბათ საღამოს განაცხადა, რომ ეგზიტპოლებმა კლინტონის შედეგზე უარყოფითად იმოქმედეს.
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები