რამდენიმე დღის წინ, ტესლას აღმასრულებელმა დირექტრომა ილონ მასკმა განაცხადა, რომ მათი ქარხანა სასუნთქი აპარატების აწყობაზე გადაერთვებოდა, რადგან ამერიკის საავადმყოფოებს კორონავირუსსთან საბრძლველად ისინი სასიცოცხლოდ სჭირდება.

თუმცა სანამ ქარხანა გადაეწყობა, ილონ მასკის კომპანიამ ჩინეთიდან 1 255 სასუნთქი აპარატი შეიძინა და ისინი ლოს-ანჯელესში ჩაიტანა.

ასევე, მასკმა მადლობა გადაუხადა ტესლას გუნდს ჩინეთში და ისიც აღნიშნა, რომ ჩინეთისა და ლოს-ანჯელესის საერთაშორისო აეროპორტის საბაჟოები მათ აპარატების ჩამოტანაში მნიშვნელოვნად დაეხმარნენ.