უკანასკნელი თვეების მანძილზე, Covid-19-მა 411 000 ადამიანი დააინფიცირა და 18 470იმსხვერპლა. კორონავირუსი სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიებისთვის განსხვავებული ლეტალურობით გამოირჩევა.

როგორც ჩანს, COVID-19-ის სიკვდილიანობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ბავშვებშია. ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, 50 წლამდე ინფიცირებულ ადამიანებში სიკვდილიანობა 250-ში ერთია, ხოლო 80 წელს გადაცილებულ პაციენტებში, 5-დან ერთი ადამიანი კვდება.

მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსით განპირობებული სიკვდილიანობა არასრულწლოვნებში, კონკრეტულად კი 10 წლამდე ბავშებში ძალიან დაბალია, მკვლევრები ამბობენ, რომ დაავადების ათვისების ალბათობა სრულწლოვნებში და ბავშვებში თანაბარია. მიუხედავად ამისა, COVID-19 ბავშვებში ძალიან მსუბუქი ფორმით მიმდინარეობს.

ბევრი მშობელისთვის ეს ოპტიმიზმის მიზეზი გახდა. თუმცა, უახლესი მონაცემებით, 12-36 თვის ბავშვებში კორონავირუსის სიმპტომების გართულების რისკი, დაწყებითი კლასის ასაკის ბავშვებთან შედარებით, საკმაოდ მაღალია.

16 იანვრიდან, 18 თბერვლამდე ჩინეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრის მოპოვებული ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებული 2 143 არასრულწლოვანი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდების უმეტესობას მსუბუქი სიმპტომები აღენიშნებოდა, 125 ბავშვის მდგომარეობა მნიშვნელოვნად გართულდა.

მძიმე შემთხვევებში, ბავშვების ორგანიზმი, საკმარისი ჟანგბადის ორგანოებისთვის მიწოდებას დამოუკდებლად ვერ ახერხებდა. 125 მძიმე შემთხვევიდან, 13-მა "კრიტიკულ მდგომარეობას" მიაღწია.

კვლევის მიხედვით, 2 143 არასრულწლოვნიდან მხოლოდ ერთი ბავშვი (14 წლის) გარდაიცვალა. თუმცა, კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტებიდან უმეტესობა ერთი წლისაც არ იყო. ბავშვებში დაავადების გამწვავება ასაკის კლებადობასთან მჭიდრო კორელაციაშია. ანუ, რაც უფრო პატარაა ბავშვი, სიმპტომების გაუარესების ალბათობა იზრდება.

"მიუხედავად იმისა, რომ Covid-19 ის კლინიკიური მანიფესტაცია არასრულწლოვნებში, ზრდასრულებთან შედარებით, უფრო მსუბუქი ფორმისაა, პატარა ბავშვები, განსაკუთრებით კი ჩვილები covid-19-ის ინფექციის მიმართ საკმაოდ მოწყვლადი აღმოჩნდნენ", — ამბობენ კვლევის ავტორები.

ხშირ შემთხვევაში, სიმპტომების გამწვავება ბავშვებში უკვე არსებული ჯანმრთელობის პრობლემებით არის ხოლმე განპირობებული.

ვანდერბილტის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრი პედიატრის, ბადი კრიჩი შემდეგ კომენტარს აკეთებს:

"ბავშვებში დაავადების გამწვავება მეტად ალბათურია, თუ სხვა რისკ ფაქტორებიც არსებობს, როგორიცაა გულის და ფილტვების პრობლემები".

მეცნიერებმა ზუსტად არ იციან რატომ გადააქვთ ბავშვების უმეტესობას კორონავირუსი ასე მარტივად. ერთ-ერთი თეორიის მიხედვით, არასრულწლოვნების იმუნური სისტემა Covid-19-ის ინფექციისას, ზრდასრულებისგან განსხვავებით, "გადაჭარბებულ იმუნურ" პასუხს არ იძლევა.

ზემოხსენებული ახსნის მიუხედავად, კიდევ ერთი თავსატეხი ჩნდება: რატომ მწვავდება კორონავირუსის სიმპტომები ჩვილ ბავშვებში?

კრიკის თქმით, ამის მიზეზი ჩვილი ბავშვების "მექანიკური მოწყობა" შეიძლება იყოს. "ჩვილი ბავშვების სასუნთქი გზები ძალიან პატარაა", — ამბობს კრიჩი. "მცირე ანთებაც კი, მათთვის რთული დასაძლევია".

ჰიპოთეზების მიუხედავად, კითხვაზე ზუსტი პასუხის გასაცემად კიდევ ბევრი კვლევაა საჭირო.

აღსანიშნავია, რომ მსგავსებების მიუხედავად, კორონავირუსის გავრცელება ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით, სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებულია, რაც, შესაძლოა, ქვეყნებს შორის არსებული დემოგრაფიული სხვაობებით არის განპირობებული.

მაგალითად, ჩინეთში, მწვავე შემთხვევებისას 60 წლამდე ასაკის პაციენტებში კორონავირუსის გამწვავება მხოლოდ 16%-ს აღენიშნება, ამერიკის შეერთებულ შტატებში იგივე ასაკობრივ კატეგორიაში კი 38%-ს.

ამასთანავე, იმის გამო, რომ ბავშვებში Covid-19 ხშირად უსიმპტომოდ მიმდინარეობს, კორონავირუსის ბევრი შემთხვევა ოფიციალურად აღრიცხული არ არის. ერთ-ერთი ვარაუდით, Covid-19-ის პედიატრიული შემთხვევები ოფიციალურ რიცხვზე 10-ჯერ ან 100-ჯერ უფრო მაღალია.

სიმპტომების არარსებობის მიუხედავად, ბავშვები ვირუსის მატარებლები მაინც არიან. სწორედ ამიტომ სკოლების დახურვა მნიშვნელოვანი წინასწარი ზომაა. დაავადების "ჩუმი" მატარებლები საშიშროებას წარმოადგენენ იმიტომ, რომ მათ დაავადების შედარებით მოწყვლად ჯგუფებზე გავრცელება შეუძლიათ ისე, რომ ინფიცირების პირველწყაროს პოვნა შეუძლებელია.

ამ მომენტისთვის მნიშვნელოვანია, რომ სოციალური დისტანცირების პრაქტიკა და იზოლაცია ყველამ დაიცვას, მათ შორის ბავშვებმა.