ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების კორონავირუსის გამო 2021 წლისთვის გადაიდო. როგორც იაპონიის პრემიერ-მინისტრმა, შინძო აბემ განაცხადა, მან საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტთან შეთანხმებას მიაღწია.

კორონავირუსის პანდემიის გამო ბევრი საერთაშორისო ღონისძიება გადაიდო. ამ დრომდე ოლიმპიური თამაშების ბედი უცნობი იყო. ბევრი ქვეყანა მოუწოდებდა საერთაშორისო კომიტეტს, რომ სპორტული ღონისძიება გადაედოთ.

ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ საერთაშორისო კომიტეტი იაპონიის მთავრობასთან ერთად ამტკიცებდა, რომ ოლიმპიადა ჩვეული გრაფიკით ჩატარდებოდა. გარდა ამისა, კანადამ და ავსტრალიამ ტოკიოში სპორტსმენების გაგზავნაზე უარი თქვა. თამაშებისთვის ბოიკოტის გამოცხადებაზე საუბრობდა ახალი ზელანდია.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციის შესახებ:

ამავე თემაზე: