მოქალაქეების გადაადგილების მონიტორინგისთვის იტალიის პოლიცია დრონებს გამოიყენებს. სამოქალაქო ავიაციის ეროვნულმა სამსახურმა შესაბამისი ნებართვა უკვე გასცა.

როგორც განცხადებაშია აღნიშნულია, პოლიციელები უპილოტო საფრენ აპარატებს, 3 აპრილამდე გამოიყენებენ.

კორონავირუსის სწრაფი გავრცელების დროს თავდაპირველად ქვეყანაში ყველაზე მეტად დაზარალებული რეგიონები ჩაკეტეს. 9 მარტიდან იტალია მკაცრ საკარანტინო რეჟიმზეა გადასული. იზოლაციის დარღვევისთვის კი დაწესებულია ჯარიმა და ექვს თვემდე პატიმრობა.

23 მარტს იტალიაში დაინფიცირების და გარდაცვალების კლება დაფიქსირდა. 24 საათში იტალიაში 601 ადამიანი გარდაიცვალა, ჯამში კი 6 077 შეადგინა. დაინფიცირებულების რიცხვი 4 789-ით გაიზარდა და სულ 63 927 შეადგინა.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციის შესახებ:

ამავე თემაზე: