კორონავირუსის პანდემიამ ჩვენი ცხოვრება სრულიად შეცვალა. ერთმანეთისთვის ხელის ჩამორთმევას ვერიდებით, სასურსათო მაღაზიებში შესვლისას რიგში ვდგავართ, მეგობრებს მხოლოდ ონლაინ საშუალებებით ვნახულობთ და სახლიდანაც მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში გავდივართ.

როგორც იცით, კორონავირუსს სხვადასხვა ზედაპირზე გაჩერება საკმაოდ ხანგრძლივი დროის განმავლობაში შეუძლია. ბუნებრივია ვიფიქროთ, რომ ქეში, შესაძლოა, ვირუსისთვის გავრცელების საკმაოდ მოსახერხებელი გზა იყოს. თანხა, რომლითაც რაიმეს ვყიდულობთ და ხურდა, რომელსაც გვიბრუნებენ, ჩვენამდე უამრავი ადამიანის ხელში ხვდება.

სწორედ ამიტომ ადამიანების დიდი ნაწილი უკონტაქტო გადახდებს მიმართავს. მაგალითად, დიდ ბრიტანეთში ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ქეშით გადახდები განახევრდა. ზოგმა მაღაზიამ კი ქეშით გადახდების მიღება სრულად გააუქმა.

ქეშის გამოყენება აკრძალა ისეთმა ცნობილმა დაწესებულებებმაც, როგორიც, მაგალითად, ლუვრის მუზეუმია, სადაც ახლა გადახადა მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი.

სტატიაში წარმოგიდგენთ ქეშის გარდა 5 გზას, რომლითაც გადახდების განხორციელებას შეძლებთ.

ბარათი

ქეშის შემდეგ გადახდის ყველაზე ფართოდ გავრცელებული მეთოდი ბარათია. საქართველოს ბანკის ყველა ბარათს უკონტაქტო გადახდის ფუნქციაც აქვს, ამ მეთოდით პინ კოდის მოთხოვნის გარეშე 50 ლარამდე ტრანზაქციების განხორციელება იყო შესაძლებელი, თუმცა შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე ლიმიტი გაიზარდა და ახლა უკვე 100 ლარამდე თანხის გადახდას შეძლებთ ისე, რომ ტერმინალს არც კი შეეხებით.

თუ უკონტაქტო ბარათი ჯერ კიდევ არ გაქვს, მისი მოთხოვნა ინტერნეტბანკიდან, მობილბანკიდან ან ვებგვერდიდან უფასოდ შეგიძლია.

QR კოდით გადახდა

QR PAY-თ გადახდა იმაზე მარტივია, ვიდრე გგონია. ამისთვის მხოლოდ მობილბანკის გახსნა და კამერით QR კოდის დაფიქსირებაა საჭირო.

ასეთი მეთოდით გადახდას ისეთ ადგილებში შეძლებთ, სადაც ტერმინალი, შესაძლოა, ხელმისაწვდომი არ იყოს.

QR PAY ინოვაციური მეთოდია, რომელიც სავაჭრო ობიექტებს, სადაც მხოლოდ ნაღდი ანგარიშსწორებით ხორციელდება გადახდა, უნაღდო ანგარიშსწორების საშუალებას აძლევს. ნებისმიერი მცირე ბიზნესის წარმომადგენელს შეუძლია მიმართოს საქრთველოს ბანკს, რის შედეგადაც ისინი სრულიად უფასოდ ჩაერთვებიან QR PAY-ს სისტემაში.

Apple Pay

თუ თქვენ აიფონი გაქვთ და Apple Pay-ს ჯერ არ იყენებთ, ალბათ ამ სერვისის გამოყენებზე აუცილებლად უნდა დაფიქრდეთ. ეს გადახდის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო, სანდო და კომფორტული მეთოდია.

ტელეფონი ის ნივთია, რომელიც მუდამ ჩვენს ჯიბეშია. ეს ნიშნავს, რომ გადახდებისთვის ბარათებისა და საფულის ტარება საჭირო სულაც აღარ არის. ასევე, Apple Pay-ში საკუთარი ბარათის დასამატებლად არც მონაცემების ხელით შეყვანა მოგიწევს, ამ ოპერაციას მობილბანკში ღილაკზე თითის ერთი დაჭერით განახორციელებ.

Tskapp

თუ თქვენ ანდროიდის მომხმარებელი ხართ, უკონტაქტო გადახდების მარტივად და მოსახერხებლად შესასრულებლად შეგიძლიათ წკაპლიკაცია გამოიყენოთ.

ეფლ ფეის მსგავსად, ამ შემთხვევაშიც, ერთადერთი რამ, რაც დაგჭირდებათ თქვენი სმარტფონია.

ზემოთ მოცემული ხერხების დახმარებით შენ აღარ მოგიწევს სწრაფი ჩარიცხვის აპარატებთან მისვლა და ქეშით კომუნალურების ან მობილური ბალანსის შევსება. ახლა მობილბანკიდან უფასოდ ნებისმიერი გადახდის განხორციელებას შეძლებ.

ამ სიტუაციაში სოციალური დისტანციის და ჰიგიენური ნორმების მაქსიმალურად დაცვა ყველაზე დიდი მნიშვნელობისაა. ეს ხერხები კი სწორედ ამ რეკომენდაციების შესრულებაში დაგეხმარება.