ნიუ-იორკი ყოველთვის სიურპრიზებითაა სავსე და გამონაკლისი არც პანდემიის პერიოდია — კორონავირუსის მიუხედავად, ადგილობრივმა წყვილმა ქორწილი დააჩქარა და პირდაპირ ქალაქის ქუჩებში დაიწერა ჯვარი.

რეილი ჯენინგი და ამანდა ვილერი ქორწინებას ოქტომბერში გეგმავდნენ, თუმცა რადგანაც მომავალი ბუნდოვანი ჩანდა, გადაწყვიტეს, რომ ლოდინის საჭიროება არ არსებობდა.

ისინი ცარიელ ქუჩებში გამოვიდნენ, ფანჯრიდან კი საუკეთესო მეგობარმა და ქორწინების ოფიცერმა დასწერა ჯვარი. წყვილს ფანჯრებიდან უცნობები და მეგობრები ამხნევებდნენ.

როგორც აღმოჩნდა, წყვილი ხელის მოსაწერად ადგილობრივ ქორწინების სახლში აპირებდა, თუმცა სწორედ იმ დღეს, როდესაც მომზადებულები სახლიდან გადიოდნენ, გაიგეს, რომ კარანტინის გამო დაწესებულებები იხურებოდა.

"სახლში ატირებულები დავბრუნდით, სწორედ მაშინ შემოგვთავაზა მეგობარმა დახმარება, რომელსაც ლიცენზიაც ჰქონდა".

"ეს ზუსტად ისეთი გიჟური მომენტი იყო, როგორიც ნიუ-იორკს შეეფერებოდა. ვერასდროს დავივიწყებ ჩემს მეგობრებს, რომელთათვისაც ბედნიერება და უბრალოება განუყოფელია და ასევე, ამ ქალაქის ჯადოსნურობას", — ამბობს ჯენინგი.