დაჩქარებული პანდემია და მკაცრი საკარანტინო ზონა საქართველოში — 23 მარტის შეჯამება
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
23 მარტის მდგომარეობით
მსოფლიოში
- დადასტურებული შემთხვევა — 372 563;
- გამოჯანმრთელებული — 100 885;
- გარდაცვლილი — 16 381.
საქართველოში
- კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა — 61;
- მათ შორის გამოჯანმრთელებული — 8;
- კარანტინის რეჟიმში — 3 222;
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 237.
დღის ფაქტი
იტალიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა როადენობა მეორე დღეა იკლებს. 23 მარტის მონაცემებით, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 601 ადამიანი გარდაიცვალა, რაც წინა დღეასთან შედარებით 50-ით ნაკლებია. დაინფიცირებულების რაოდენობამ ორშაბათს 4 786 შეადგინა, რაც კვირასთან შედარებით დაახლოებით 117-ით ნაკლებია.
დღის ფოტო
ავსტრალიის პარლამენტში დეპუტატები დისტანციას იცავენ, რადგან სოციალური დისტანცია ნიშნავს სოციალურ დისტანციას ყველასთვის.
დღის მთავარი ჰედლაინი მსოფლიო მედიაში:
კორონავირუსის პანდემია ჩქარდება
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) დირექტორის, ტედროს ადანომ გებრაიესუსის თქმით, კორონავირუსის პანდემია ჩქარდება. ტედრის ადანომ აღნიშნა, რომ მას შემდეგ, რაც კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა, ვირუსს 67 დღე დასჭირდა, რომ 100 000 შემთხვევამდე მიეღწია, 11 დღე მეორე 100 000 შემთხვევისთვის და მხოლოდ ოთხი დღე მესამე 100 000-სთვის.
მსოფლიოში ამ დროისთვის კორონავირუსის 300 000-ზე მეტი შემთხვევა დასტურდება და ის ანტარქტიდის გარდა ყველა კონტინეტზეა გავრცელებული.
რა ხდება მსოფლიოში:
ჰარვი ვაინშტაინს კორონავირუსი დაუდგინდა
გაუპატიურებისთვის მსჯავრდებულ ჰოლივუდის ყოფილ გავლენიან პროდიუსერს, ჰარვი ვაინშტაინს კორონავირუსის დიაგნოზი დაუდგინდა. ოსკაროსანი ვაინშტაინი 11 მარტს სექსუალურ ძალადობასა და გაუპატიურებაში ცნეს დამნაშავედ და 23-წლიან სასჯელს ნიუ-იორკის შტატში მდებარე ციხეში იხდის.
როგორც ამერიკული მედია იუწყება, ვაინშტაინი ამ დროისთვის იზოლირებულია. იმავე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში COVID-19, მის გარდა, კიდევ ერთ პატიმარს დაუდგინდა.
სხვა მნიშვნელოვანი ამბები:
- ბრიტანეთი საზღვარგარეთ მყოფ მოქალაქეებს ურჩევს სამშობლოში დაბრუნდნენ;
- IBM-ის სუპერკომპიუტერმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ნაერთები ამოიცნო;
- მსოფლიოში კორონავირუსგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვმა 100 ათასს გადააჭარბა;
- Facebook ამერიკას 720 000 პირბადეს აჩუქებს;
- ჩემპიონთა ლიგის, ევროპა ლიგისა და ქალთა ჩემპიონატის ფინალები განუსაზღვრელი ვადით გადაიდო;
- ანეგლა მერკელს პირველი ტესტის პასუხებით კორონავირუსი არ დაუდასტურდა.
დღის მთავარი ჰედლაინი ქართულ მედიაში:
მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკარ საკარანტინო რეჟიმზე გადავიდა.
მარნეულში კორონავირუსი დაუდასტურდა პაციენტს, რომელიც ხალხმრავალ სარიტუალო შეკრებას ესწრებოდა. მისი ინფიცირების წყარო ჯერჯერობით დადგენილი არაა. მთავრობის გადაწყვეტილებით, მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკარ საკარანტინო რეჟიმზე გადავიდა. ადგილზე განთავსდა საველე ჰოსპიტალი, მედიკოსთა ჯგუფები კი ყველა მცხოვრებს შეამოწმებენ.
კიდევ ერთმი მნიშვნელოვანი ფაქტი, რომელიც 23 მარტის უწყებათაშორისი საბჭოს შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი, ისაა, რომ საქართველოში ყველა სახის საქალაქთაშორიოს ტრანსპორტის, მათ შორის მატარებლების მოძრაობა შეიზღუდა.
ასევე, მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, საქართველოში 24 მარტიდან სწრაფი ტესტები შემოვა. მინისტრის განმარტებით, ტესტები ქვეყანაში ოთხ ეტაპად შემოვა და მოსახლეობის მიზნობრივი ტესტირება გახდება შესაძლებელი. საქართველო სწრაფი ტესტების შემდეგ შემოსვლას 27 მარტს ელოდება.
- გახარია: ჯანდაცვის სამინისტროს დაევალა, მარნეულსა და ბოლნისში დაიწყოს ტესტირების სპეციალური პროგრამა;
- გახარია: ყველაზე დიდი დისკომფორტი მარნეულის მოსახლეობისთვის ტერიტორიის ვერდატოვება იქნება;
- მომდევნო ორ კვირაში საქართველოს მოქალაქეებს ბერლინიდან, ათენიდან და კიდევ 4 ქალაქიდან დააბრუნებენ;
- ბოლნისის მუნიციპალიტეტში კარანტინში 53 000 ადამიანი იქნება — გოგი მეშველიანი.
დღის კარგი ამბავი:
საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული 8 პაციენტი გვყავს
23 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსისგან 8 პაციენტი გამოჯანმრთელდა. მათ საავადმყოფოები დატოვეს და თვითიზოლაციაში, მეთვალყურეობის ქვეშ უკვე სახლის პირობებში იქნებიან. ექიმები პაციენტების გამოჯანმრთელებას უახლოეს დღეებში კიდევ ელოდებიან.
ამბავი რომელმაც გაგვაღიმა:
ამერიკიდან დაბრუნებულ ქართველ ქალს 50 წლის იუბილე კარანტინში მიულოცეს
ამერიკიდან დაბრუნებულ ეკა ბაშელეიშვილს, რომელიც ბათუმში საკარანტინო ზონაშია, სასტუმროს პერსონალმა დაბადების დღე ტორტით მოულოცა. ის ამერიკიდან 3 დღის წინ დაბრუნდა და ქმართან ერთად სასტუმრო ეიფორიაში რჩება. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ სასტუმროს პერსონალს რეკომენდაციები არ გამორჩენია და ეკას ტორტი სპეციალურ აღჭურვილობაში ჩაცმულმა თანამშრომელმა აჩუქა.
ერთად თავმოყრილი რეკომენდაციები:
ნახეთ წინა შეჯამებები:
- ანგელა მერკელი კარანტინში და საკვირაო წირვები საქართველოში — 22 მარტის შეჯამება
- საქართველოს საგანგებო მდგომარეობა და გარდაცვლილთა ზრდა იტალიაში — 21 მარტის შეჯამება
- სოციალური დისტანცირება, როგორც გადარჩენის გზა — კორონავირუსის 20
- მარტის შეჯამება"გამარჯობა, თქვენ კორონას პაციენტთან ახლოს იყავით" – 19 მარტის შეჯამება
- ბრიტანეთი ჯოგური იმუნიტეტის ამბიციური გეგმიდან უკან იხევს – 18 მარტის შეჯამება
- შეჩერებული "მარშრუტკები" და ბრაზილიის ციხიდან გაქცეული პატიმრები – რა ხდებოდა 17 მარტს
- კორონავირუსი 16 მარტს: პირველი გამოჯანმრთელებული საქართველოში და ევროპის ჩაკეტვის მოლოდინი
- კორონავირუსი 15 მარტს: გამკაცრებული შეზღუდვები და ფანჯრები, როგორც ერთადერთი გასართობი
- მესამეული გადაცემის ფაქტი საქართველოში და კრიზისი ესპანეთში – 14 მარტის შეჯამება
- კორონავირუსი: სტატისტიკა და ახალი ამბები 13 მარტის მდგომარეობით
- კორონავირუსი: რა ხდება საქართველოსა და მსოფლიოში 12 მარტის მდგომარეობით.
-
გადახედვავაჟა სირაძის განცხადება აქციასთან დაკავშირებით, საპოლიციო ძალების გეგმაზე ვაჟა სირაძის განცხადება აქციასთან დაკავშირებით, საპოლიციო ძალების გეგმაზე
-
გადახედვასად იმყოფებიან საპოლიციო ძალები აქციის მიმდინარეობისას — ფოტოები სად იმყოფებიან საპოლიციო ძალები აქციის მიმდინარეობისას — ფოტოები
-
გადახედვააქციის მონაწილეები მოითხოვენ, ოცნებამ უახლოესი 1 საათის განმავლობაში გააკეთოს განცხადება კანონის გაწვევასთან დაკავშირებით აქციის მონაწილეები მოითხოვენ, ოცნებამ უახლოესი 1 საათის განმავლობაში გააკეთოს განცხადება კანონის გაწვევასთან დაკავშირებით
-
გადახედვათეოლოგთა და სასულიერო პირთა ნაწილი მიმართვას ავრცელებს თეოლოგთა და სასულიერო პირთა ნაწილი მიმართვას ავრცელებს
-
გადახედვაპრეზიდენტი: ერთ მხარეს ქართველი ხალხია, მეორე მხარეს კი — 83 დეპუტატი, რომელმაც ევროპული მომავლის წინააღმდეგ მისცა ხმა პრეზიდენტი: ერთ მხარეს ქართველი ხალხია, მეორე მხარეს კი — 83 დეპუტატი, რომელმაც ევროპული მომავლის წინააღმდეგ მისცა ხმა
-
-
გადახედვაიოზვიაკი: საქართველოში შექმნილი მდგომარეობის შესახებ, დღეს, შესაძლოა, ევროკავშირის სამიტზე იმსჯელონ იოზვიაკი: საქართველოში შექმნილი მდგომარეობის შესახებ, დღეს, შესაძლოა, ევროკავშირის სამიტზე იმსჯელონ
-
გადახედვახალხის რაოდენობის გამო, პარლამენტთან რუსთაველის გამზირი გადაიკეტა ხალხის რაოდენობის გამო, პარლამენტთან რუსთაველის გამზირი გადაიკეტა
-
გადახედვაალექსანდრე ლორთქიფანიძე: ეს კანონი არა გამჭვირვალობას, არამედ სტიგმატიზებას ემსახურება ალექსანდრე ლორთქიფანიძე: ეს კანონი არა გამჭვირვალობას, არამედ სტიგმატიზებას ემსახურება
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი თვითონ არის უცხოური გავლენის აგენტი — კობახიძე პრეზიდენტზე სალომე ზურაბიშვილი თვითონ არის უცხოური გავლენის აგენტი — კობახიძე პრეზიდენტზე
-
გადახედვასახალხო დამცველი 16-17 აპრილის აქციის მონიტორინგის პირველადი შედეგების შესახებ დოკუმენტს აქვეყნებს სახალხო დამცველი 16-17 აპრილის აქციის მონიტორინგის პირველადი შედეგების შესახებ დოკუმენტს აქვეყნებს
-
გადახედვაპრეზიდენტი: კანონს ვეტოს დავადებ, ჩემი ვეტო ხალხის ხმაა პრეზიდენტი: კანონს ვეტოს დავადებ, ჩემი ვეტო ხალხის ხმაა
-
გადახედვაევროკავშირის მაღალჩინოსნები, რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებენ ევროკავშირის მაღალჩინოსნები, რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვაარა, დრო რუსეთის მხარეს არაა — ჯოზეფ ბორელის ბლოგი არა, დრო რუსეთის მხარეს არაა — ჯოზეფ ბორელის ბლოგი
-
გადახედვა3 ადამიანია დაჭრილი სროლის შედეგად თბილისში, ტაბიძის ქუჩაზე — მედია 3 ადამიანია დაჭრილი სროლის შედეგად თბილისში, ტაბიძის ქუჩაზე — მედია
-
გადახედვაპრეზიდენტისა და ელჩების შეხვედრა დასრულდა — რაზე ისაუბრეს პრეზიდენტისა და ელჩების შეხვედრა დასრულდა — რაზე ისაუბრეს
-
-
გადახედვაგოცირიძე: ამ წუთას, ოცნებამ შემოიტანა კანონპროექტი, რომ ივანიშვილმა შეძლოს ოფშორებში გადამალული ქონების დაუბეგრავად შემოტანა გოცირიძე: ამ წუთას, ოცნებამ შემოიტანა კანონპროექტი, რომ ივანიშვილმა შეძლოს ოფშორებში გადამალული ქონების დაუბეგრავად შემოტანა
-
-
გადახედვადეპუტატების სია — ვინ მიიღო საქართველოში რუსული კანონი პირველი მოსმენით დეპუტატების სია — ვინ მიიღო საქართველოში რუსული კანონი პირველი მოსმენით
-
გადახედვარუსული კანონი პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო რუსული კანონი პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო
კომენტარები