გუგლმა რამდენიმე დღის წინ გაუშვა საიტი, სადაც კორონავირუსის შესახებ ინფორმაციაა თავმოყრილი. მასე გადასვლა მითითებული ბმულით შეგიძლიათ — google.com/covid19

საიტი ამჟამად მხოლოდ ამერიკის მოსახლეობისთვისაა განკუთვნილი, თუმცა, როგორც ცნობილია, ნელ-ნელა დაემატება სხვა ქვეყნები და ენებიც.

Google-ის საიტზე კორონავირუსთან დაკავშირებული ყველანაირი ინფორმაციის ნახვა შეიძლება. აქვეა WHO-ს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რჩევების ლინკები, უსაფრთხოების წესები, ამერიკის თითოეული შტატის საზოგადოებრივ ჯანდაცვის დეპარატამენტთან დასაკავშირებელი ინფორმაცია.

გუგლი ასევე აგროვებს სანდო ინფორმაციას სხვადასხვა წყაროდან და საიტზევე ნახავთ ტვიტერის ლინკებსაც, რომლებიც ადგილობრივი ჯანდაცვის ორგანიზაციების გვერდებზე გადაგიყვანთ.

პრეზიდეტნმა ტრამპმა გასულ კვირას დააანონსა, რომ გუგლი მუშაობდა საიტზე, რომელიც მოსახლეობას ტესტირების გასავლელი ადგილების მოძებნაში დაეხმარებოდა.

გუგლის საიტზე საკმაოდ ბევრი ინფორმაციაა თავმოყრილი, თუმცა თუ უფრო მეტის ნახვა გსრუთ, შეგიძლიათ WhatsApp-ის პორტალს ეწვიოთ. აქვეა Microsoft-ის სმარტფონზე მორგებული საიტიც, რომელიც სიახლეებზე თვალის დევნებას გაგიადვილებთ.