გლობალური პანდემიის პირობებში მსოფლიოს გარშემო მთავრობები და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ხალხს სოციალური აქტივობების შემცირებისკენ და თვითიზოლაციისკენ მოუწოდებს.

კლიმატის მეცნიერები იუწყებიან, რომ გადაადგილების მასობრივი შეზღუდვა გლობალურ კლიმატზე დადებითად აისახა. პირველ ყოვლისა, ბევრგან ნახშირორჟანგის ემისიები მნიშვნვნელოვნად შემცირდა.

BBC-ის მიხედვით, ნიუ იორკში ატმოსფერულმა ნახშირორჟანგმა 5-10%-ით დაიკლო. ამასთანავე, შემცირდა მეთანის და მომაკვდინებელი ნახშირბადის მონოქსიდის ემისიებიც. ნახშირბადის მონოქსიდის ემისიების მასობრივი კლება მანქანით გადაადგილების განახევრებას უკავშირდება. ეს ტენდენცია გლობალური პანდემიის გამოცხადების შემდეგ ჩინეთშიც შეინიშნება.

ემისიების კლების მიუხედავად, მკვლევრები ვარაუდობენ, რომ ეს გლობალური კლიმატის "გაუმჯობესებას" ნამდვილად არ ნიშნავს.

East Anglia-ს მკვლევარი, კორინ ლე კუერე ინტერვიუში შემდეგ კომენტარს აკეთებს:

"მთავრობებმა, ეკონომიკის ხელახალი სტიმულირების პოლიტიკა ძალიან ფრთხილად უნდა შეარჩიონ".

2008-2009 წლების ეკონომიკრი რეცესიის შემდეგ, ეკონომიკის სტიმულირებამ ნახშირბადის ემისიები 5%-ით გაზარდა. იმიტომ, რომ ნავთობის მოპოვებაში დიდი თანხა ჩაიდო.

ლე კურეს თქმით, მთავრობებს ეკოლოგიურად სუფთა ტექნოლოგიების განვითარების წახალისება შეუძლიათ.

მიუხედავად ამისა, ბევრი ამტკიცებს, რომ პანდემიით განპირობებული ეკონომიკური ზიანის შემცირება და ეკონომიკური ზრდის წახალისება, ნებისმიერ ფასად მოხდება.

კლიმატის საერთაშორისო კვლევითი ცენტრის პროფესორი, გლენ პიტერსი ამბობს, რომ რეცესიის შემდეგ "სუფთა ენერგიის" წახალისება, ნაკლებად ალბათურია.