იმასთან ერთად, რომ სიმპსონები მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ანიმაციური სიტკომი და ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი სატელევიზიო შოუა, ამავდროულად ამ სერიალს ხშირად წინასმეტყველების თვისებასაც მიაწერენ.

ახლა სწორედ იმ ყველაზე ცნობილი ათი შემთხვევის შესახებ გიამბობთ, როცა სიმპსონებში აღწერილი მოვლენა რეალურ ცხოვრებაში მართლაც ახდა:

1. აიფონი და ავტომატური შესწორება

ფოტო: 20th Century Fox, Tim Robberts

ფოტო: Getty Images

1994 წელს მეექვსე სეზონის მერვე ეპიზოდში ჩნდება ტელეფონი, სახელწოდებით Apple Newton PDA, რომლის ლოგოც ჰგავს Apple-ის მიერ წარმოებულ აიფონს, რომელიც პირველად ამ ეპეზოდის გამოსვლიდან 13 წლის შემდეგ ჩაეშვა გაყიდვაში.

ამავე ეპიზოდში, როცა პერსონაჟი ცდილობს აკრიფოს ფრაზა Beat up Martin მოწყობილობა მართლწერის ავტომატური შესწორებით წერს Eat up Martha. ავტომატური შესწორება ტელეფონებში 2005 წელს გამოჩნდა პირველად, შესაბამისად ის სიმპსონებში 11 წლით ადრე იწინასწარმეტყველეს.

2. ჭკვიანი საათი

ფოტო: 0th Century Fox, Tim Robberts

ფოტო: Getty Images

1995 წელს სიმპსონებში გამოჩნდა ტელეფონისა და საათის ჰიბრიდი. 20 წლის შემდეგ რეალურ ცხოვრებაშიც გამოჩნდა ე.წ. ჭკვიანი საათი Apple Watch.

3. ონლაინ თამაში FarmVille

ფოტო: 20th Century Fox,

ფოტო: Zynga

1998 წელს სიტკომის მეცხრე სეზონში იყო ერთი ხუმრობა, რომლის მიხედვითაც ბავშვები ბაღის საქმეებს სიმულაციურად ასრულებენ. 11 წლის შემდეგ კი, 2009 წელს გამოჩნდა FarmVille, რომელიც მთელ მსოფლიოში გახდა პოპულარული: მოთამაშეს შეეძლო დაერგო და გაეზარდა მცენარეები, შემდეგ კი მოსავალი აეღო.

4. ელექტრონული ხმის მიცემა

ფოტო: 20th Century Fox

ფოტო: IPR

2008 წელს გამოსულ მეოცე სეზონის მეოთხე ეპიზოდში ჩანს მოწყობილობა, რომლითაც პერსონაჟი არჩევნებში ხმას ონლაინ აძლევს. 4 წლის შემდეგ, 2012 წელს მსგავსი პრაქტიკა მართლაც დაინერგა ამერიკის შეერთებულ შტატებში.

5. ლედი გაგა Super Bowl-ზე

ფოტო: 20th Century Fox

ფოტო: Fox

2012 წელს გამოსულ ეპიზოდში Lisa Goes Gaga მომღერალი ლედი გაგა კონცერტის მსვლელობისას ჰაერში კიდია. 2017 წელს Super Bowl-ზე ლედი გაგამ სწორედ მსგავსი სანახაობა შესთავაზა მაყურებლებს.

6. Game of Thrones-ის სპოილერი (თუ ჯერ კიდევ არ გაგიგიათ ამის შესახებ, თავი აარიდეთ ამ პუნქტს)

ფოტო: 20th Century Fox

ფოტო: HBO

2017 წელს სიმპსონების 29-ე სეზონში ჰომეროსი დრაკონით მთელ სოფელს გადაწვავს. ორი წლის შემდეგ კი, HBO-ს საკულტო სერიალ Game of Thrones-ის ბოლო სეზონის მეხუთე ეპიზოდში დეინერისიც იმავე გზით უამრავ უდანაშაულო ადამიანს მოკლავს.

7. დისნეიმ 20th Century Fox იყიდა

ფოტო: 20th Century Fox

ის, რაც 1998 წელს სიმპსონებში გამოჩნდა, 19 წლის შემდეგ მართლაც ახდა: 2017 წელს დისნეიმ 20th Century Fox იყიდა.

8. ვეფხვის თავდასხმა

ფოტო: 20th Century Fox

ფოტო: ABC

1993 წელს სიმპსონების ეპიზოდში $pringfield ორ კომიკოსს, რომელიც წარმოდგენას თეთრ ვეფხვთან ერთად მართავს, ცხოველი თავს ესხმის.

10 წლის შემდეგ, 2003 წელს ორ ცნობილ ილუზიონისტს, ზიგფრიდსა და როის ერთ-ერთი სანახაობისას თეთრი ვეფხვი დაესხათ თავს.

9. წერილი The Beatles-სთვის

ფოტო: 20th Century Fox

1991 წელს გამოსულ მეორე სეზონის მე-18 ეპიზოდში The Beatles-ის წევრი, რინგო სტარი პასუხს სცემს ფანის იმ წერილს, რომელიც წლების წინ გაუგზავნეს. 22 წლის შემდეგ მსგავსი რამ განმეორდა, ოღონდ პოლ მაკარტნის შემთხვევაში: 2013 წელს მომღერალმა ორ ფანს პასუხი 50 წლის წინ გაგზავნილ წერილზე დაუბრუნა.

10. დონალდ ტრამპი ამერიკის პრეზიდენტი გახდა

ფოტო: 20th Century Fox, Drew Angerer

ფოტო: Getty Images

სიმპსონების მეთერთმეტე სეზონის მე-17 ეპიზოდში, რომელიც 2000 წელს გამოვიდა ეკრანებზე, 16 წლით ადრე ივარაუდეს, რომ დონალდ ტრამპი აშშ-ს პრეზიდენტი გახდებოდა.