პრემირ-მინისტრის მრჩეველი, სოზარ სუბარი ამბობს, ეთნიკური უმცირესობები ქართულ ტელევიზიებზე ხშირად მეზობელი ქვეყნის საინფორმაციოებს უყურებენ, რომელთაც განსხვავებული ინფორმაცია და ვითარება აქვთ.

მისი თქმით, უმცირესობებს კორონავირუსის შესახებ ინფორმაცია ადგილობრივი მედიასაშუალებებით მიეწოდებოდათ.

"ამიტომ, ბევრ მათგანს არ ჰქონდა იმდენი ინფორმაცია, რაც აქვს ქართულენოვან მოსახლეობას, თუმცა უმრავლესობას მაინც ჰქონდა ინფორმაცია. ზოგ შემთხვევაში დაჯერების თემაც არის, რომელს უფრო მეტად უჯერებენ იმას, რაც შეიძლება ერთჯერადად, ორჯერადად მივაწოდოთ ჩვენ, თუ იმას, რასაც მთელი დღეების განმავლობაში უყურებენ", — განაცხადა სუბარმა.

მისივე თქმით, ამ წუთისთვის, ვითარება შეცვლილია და ყველა მოქალაქეს აქვს ინფორმაცია და ამაში ჩართულია: საზოგადოებრივი არხი და ყველა ის ადგილობრივი რადიო, თუ ტელევიზია, რომლებიც ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ ტერიტორიაზე მუშაობს.