პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, ეპიდემიოლოგების აზრით, მარნეულში შიდა გადაცემა სარიტუალო ღონისძიების დროს მოხდა. ამის შესახებ მან უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.

გიორგი გახარიას თქმით, ქალი წლისთავს დაესწრო, რომელსაც უცხო ქვეყნიდან ჩამოსული პირები ეწსრებოდნენ.

"მარნეულში გვყავს ინფიცირებული ქალბატონი, რომლის ინფიცირების წყაროს დადგენაც ვერ მოხერხდა. ეს არის ის შემთხვევა, რომლისთვისაც ვემზადებოდით, რომ ქვეყანაში დაიწყებოდა შიდა გადაცემის ეტაპი. ამ ყველაფერში სამწუხარო გახლავთ ის, როგორ ჩანს, ჩვენი ეპიდემიოლოგების პროგნოზით, შიდა გადაცემა მოდა სარიტუალო ღონისძიების დროს, რომელსაც რამდენიმე ათეული ადამიანი ესწრებოდა", — განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ გიორგი გახარიას განცხადებით, მარნეულისა და ბოლნისის რაიონი მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადადის. პრემიერის განმარტებით, 23 მარტიდან ამ ორ რაიონში იზღუდება შესვლა და გამოსვლა, იზუღუდება ყველა ობიექტი, საკვებისა და აფთიაქების გარდა. მთავრობამ დაუშვა გამონაკლისიც და იმ შემთხვევაში, როდესაც პროტოკოლით გაიწერება, მარნეულის მოსახლეობას სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ჩატარება შეეძლება.

პრემიერის განმარტებითვე, კარანტინის რეჟიმზეა გადასული მარნეულის კლინიკა ჯეოჰოსპიტალსი. დაინფიცირებული ქალი სწორედ ამ კლინიკაში იყო მოთავსებული.