ბოლო 24 საათში იტალიაში კორონავირუსით 793 ადამიანი გარდაიცვალა, რაც ქვეყნის ახალი რეკორდია. ჯამში ინფექციით გარდაიცვალა 4 825 პაციენტი. დაინფიცირების მაჩვენებელმა კი ქვეყანაში 46 471-დან 53 578-მდე აიწია.

რამდენიმე დღის წინ იტალიამ გარდაცვალების მაჩვენებლით ჩინეთს გადაუსწრო.

მსოფლიოში კორონავირუსის უკვე 300 ათასაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. თითქმის 13 ათასი კი გარდაიცვალა.