როგორ შეცვლის ჩვენს ცხოვრებას საგანგებო მდგომარეობა — რა შეგვიძლია და რა – არა
კორონავირუსის გამო, საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ყოველდღიურობა ერთი თვით შეიცვლება.
ძირითადი ცვლილება ერთდროულად ბევრი ადამიანის შეკრებას ეხება, თუმცა არის სხვა დეტალებიც.
On.ge-მ გთავაზოთ პასუხებს იმ ძირითად კითხვებზე, რომლებიც ყველას გვაინტერესებს.
შევძლებთ თუ არა აუცილებელი ნივთების ყიდვას?
დიახ, შევძლებთ. იმ სავაჭრო ობიექტებში, რომლებიც ჯერ არ დახურულა, მისვლა შეგვიძლია. ეს ეხება სასურსათო მაღაზიებს, აფთიაქებს, ბენზინგასამართ სადგურებს, სავალუტო ჯიხურებს, ბანკებს.
აუცილებელია დისტანციის დაცვა, ამიტომ, მზად უნდა ვიყოთ მაღაზიებთან გარეთ დგომისთვის.
საგანგებო მდგომარეობა მთავრობას უფლებას აძლევს კერძო სტრუქტურებს კონკრეტული საქმიანობა შეუზღუდოს ან დაავალოს სხვა რამ, თუმცა ჩამოთვლილი ობიექტები ამ დროისთვის მუშაობას აგრძელებენ.
შევძლებთ შიდა ტრანსპორტით მგზავრობას?
დიახ, ქვეყნის შიგნით მგზავრობას შევძლებთ. საგანგებო მდგომარეობის ამ პირობებით, ახალი სატრანსპორტო შეზღუდვები ჯერ არ წესდება. ამ დროისთვის აკრძალულია მიკროავტობუსებით გადაადგილება თბილისში, დასაშვებია მგზავრობა მეტროთი, ავტობუსით, ტაქსით ან კერძო ავტომობილით. რეგიონებში და საქალაქთაშორისო მარშრუტები მაქსიმალურად შეიზღუდა.
თუმცა, პრემიერ-მინისტრმა დღეს თქვა, რომ თუ არსებული შეზღუდვების ფონზე ქალაქებში და საქალაქთაშორისო მოძრაობა არ შემცირდება, შემდეგ უფრო მკაცრ ნაბიჯებს გადადგამენ.
შევძლებთ ღამის საათებში გადაადგილებას?
დიახ, შევძლებთ. ამ ეტაპზე კომენდანტის საათი არ იქნება. თუმცა მოქალაქეებს აქვთ რეკომენდაცია, გადაადგილებისგან თავი შეიკავონ როგორც დღის, ისე ღამის საათებში.
ამასთან, პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ თუ საჭიროება იქნება, ზომებს გაამკაცრებენ.
შევძლებთ რელიგიურ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღებას?
განახლება: როგორც აღმოჩნდა, შეზღუდვა შეიძლება არ შეეხოს ეკლესიას. ამ დროისთვის ზუსტი პასუხები ვერ მოვისმინეთ. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ანდრია ჯაღმაიძემ აღნიშნა, რომ მრევლს წირვაზე დასწრება მაინც შეეძლება, თუმცა ერთმანეთისგან დისტანცირებისკენ მოუწოდებენ.
ლოცვას ვერავინ შეზღუდავს, ეს თქვენი უფლებაა. თუმცა, საგანგებო მდგომარეობის დროს აკრძალულია 10-ზე მეტი ადამიანის ერთ სივრცეში შეკრება. შესაბამისად, ვერ შეძლებთ იმ რელიგიურ რიტუალებში მონაწილეობას, სადაც ბევრი ხალხია.
შევძლებთ სასეირნოდ წასვლას მარტო ან ბავშვ(ებ)თან ერთად?
სახლიდან გარეთ გასვლა არ გვეკრძალება. მაგრამ, გამომდინარე იქედან, რომ საჯარო სივრცეში ერთდროულად ათ ადამიანზე მეტის შეკრება არ შეიძლება და კორონავირუსთან ბრძოლის დროს მთავარი რეკომენდაცია სოციალური დისტანციაა, უნდა ვეცადოთ ეს ნაწილი შეძლებისდაგვარად შევზღუდოთ.
შევძლებთ ფოტოს ან ვიდეოს გადაღებას?
ამ მიმართულებით შეზღუდვა არ არის და საჯარო სივრცეებში ფოტო-ვიდეო გადაღება ისევ შეგვიძლია.
შევძლებთ საკმარისი ინფორმაციის მიღებას?
დიახ, ინფორმაციის მიღებას შევძლებთ ყველა იმ საშუალებით, რომლითაც აქამდე ვიღებდით. შეზღუდვები არ ეხება არც ინტერნეტს და სოციალურ მედიას. On.ge ტრადიციულად მოგაწვდით ახალ, სანდო და სიღრმისეულ ინფორმაციას.
შევძლებთ აქციების გამართვას?
ვერა, აქციებს ვერ გავმართავთ, მასობრივი შეკრებები ერთი თვის განმავლობაში იკრძალება. ერთდროულად ათ ადამიანზე მეტის შეკრება საგანგებო მდგომარეობის ამ პირობებით, არ შეიძლება.
დეკრეტში წერია, რომ უნდა შეიზღუდოს ნებისმიერი სახის შეკრება, მანიფესტაცია და ადამიანების თავშეყრა, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა.
შევძლებთ სტუმრად (მშობლებთან, შვილებთან, მეგობრებთან) წასვლას?
დიახ, შევძლებთ, თუ ეს იქნება აუცილებელი. მართალია, ერთდროულად ერთ სივრცეში ათ ადამიანზე მეტის შეკრება იკრძალება, მაგრამ კერძო სახლს ეს ნაკლებად შეეხება, თუ არ იქნება ქორწილი, ქელეხი და ა.შ.
შევძლებთ ექიმთან წასვლას?
დიახ, შევძლებთ. თუმცა, სასურველია, ექიმთან კონსულტაცია გავიაროთ დისტანციურად - ტელეფონის ან ინტერნეტის საშუალებით. იგივე ეხება სასწრაფო დახმარების გამოძახებასაც - ექიმების გამოძახება შეგვიძლია, თუმცა სპეციალისტები გვირჩევენ, რომ ამ რესურსს მოვუფრთხილდეთ და მხოლოდ მაშინ გამოვიყენოთ, როცა აუცილებელია, სხვა შემთხვევაში კი, თავდაპირველად ოჯახის ექიმს მივმართოთ.
შევძლებთ კაფეებსა და რესტორნებში წასვლას?
ვერ შევძლებთ. კაფეებსა და რესტორნებს დროებით დაკეტვის რეკომენდაცია აქვთ, თუმცა მათი ნაწილის მომსახურება შეგვიძლია გამოვიყენოთ დისტანციურად, გამოძახების ან DRIVE სერვისით.
შევძლებთ კინოში, თეატრში, კლუბში წასვლას?
ვერ შევძლებთ. კულტურისა და გართობის სფეროს წარმომადგენლების დიდმა ნაწილმა ჯერ კიდევ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე შეაჩერა მუშაობა.
შევძლებთ საბანკო ან სადაზღვევო მომსახურების მიღებას?
დიახ, შევძლებთ. თუმცა რეკომენდებულია მსგავსი სერვისების დისტანციურად მიღება, იქნება ეს ცხელი ხაზის თუ ელექტრონული ფოსტის გამოყენება. მაგალითად, სადაზღვევო კომპანიების ნაწილში ანაზღაურების მიღება ქვითრის გადაგზავნითაც შეგვიძლია.
შეგვიძლია აუზებზე, სავარჯიშო დარბაზებში ან სილამაზის სალონებში წასვლა?
არა. ყველა ამ სერვისის მომწოდებელ კომპანიას დროებით დახურვის რეკომენდაცია მიეცა. თუმცა, გარკვეული სერვისების მიღება ალბათ დისტანციურადაც შეგვეძლება, იმის მიხედვით, შემოგვთავაზებს თუ არა ამ სერვისს კონკრეტული კომპანია.
შევძლებთ ქალაქგარეთ გასვლას?
ეს აკრძალული არ არის, თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ ერთდროულად ათ ადამიანზე მეტის შეკრება არ შეიძლება, ასევე, სასურველია, მგზავრობას მაქსიმალურად მოვერიდოთ.
შევძლებთ თუ არა მივმართოთ პოლიციას, სასამართლოს?
შევძლებთ. განსხვავება იმაში იქნება, რომ სასამართლო სხდომები, შესაძლებელია, დისტანციურად გაიმართოს. ამ შემთხვევაში, მასში მონაწილე არცერთ პირს არ აქვს უფლება, უარი განაცხადოს დისტანციურად სხდომის ჩატარებაზე მასზე უშუალო დასწრების სურვილის მოტივით.
შევძლებ ციხეში პატიმრის მონახულებას?
ვერ შევძლებთ. დეკრეტის მიხედვით, პენიტენციურ დაწესებულებებში პაემნის უფლების მოქმედება საგანგებო მდგომარეობის დროს შეჩერდება.
ყველა ფიზიკური და იურიდიული პირი ვალდებულია, დაიცვას საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი. რეჟიმის დარღვევისთვის ფიზიკური პირი 3 000 ლარით დაჯარიმდება, ხოლო იურიდიული — 15 000 ლარით. იგივე ქმედების განმეორება ისჯება სამ წლამდე ვადით პატიმრობით, იურიდიული პირისთვის კი სასჯელი შეიძლება იყოს ჯარიმა, საქმიანობის უფლების ჩამორთმევა ან ლიკვიდაცია.
აღსანიშნავია ისიც, რომ ძალაში რჩება აქამდე არსებული ყველა რეკომენდაცია და შეზღუდვა.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
-
გადახედვამეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს მეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს
-
გადახედვაშესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს შესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს
-
გადახედვაკანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია კანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია
-
გადახედვადააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას დააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას
-
გადახედვაკანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა კანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა
-
გადახედვაუცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა უცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა
-
გადახედვამზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს მზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს
-
გადახედვაკრამონი: სანქციები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაწესოთ მათ წინააღმდეგ, ვისაც საქართველოს ტრანსფორმაცია რუსული მოდელის მიხედვით სურთ კრამონი: სანქციები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაწესოთ მათ წინააღმდეგ, ვისაც საქართველოს ტრანსფორმაცია რუსული მოდელის მიხედვით სურთ
-
გადახედვაკიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა კიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა
-
-
-
-
გადახედვააქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC აქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC
-
-
-
-
-
გადახედვაფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს ფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს
-
გადახედვამილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა მილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა
-
გადახედვაჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს ჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს
-
გადახედვავაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ? ვაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ?
კომენტარები