აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვებას ეხმაურება თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი:

"თავისუფალი მსოფლიოს ახალი ლიდერი, ამერიკის ახალი დასაწყისი!!! ლურჯი კედელი მორღვეულია! მან გაილაშქრა ყველაფერი კონვენციურის წინააღმდეგ და მოიგო!".

დონალდ ტრამპი ამერიკის შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტი გახდება. რესპუბლიკელმა კანდიდატმა დემოკრატი ჰილარი კლინტონი დაამარცხა.