ჯაფარიძე: გასაგებია, რომ ათ ადამიანზე შეკრების აკრძალვა კონკრეტულად საპატრიარქოს ეხება
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
გირჩის ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ საგანგებო მდგომარეობით ათზე მეტი ადამიანის შეკრების აკრძალვა საპატრიარქოს უკავშირდება. მისივე თქმით, ყველა სხვა ზომას მთავრობა ისედაც ახორციელებდა.
"ერთადერთი სიახლე — 10 ადამიანზე მეტის ერთად შეკრების აკრძალვაა. გასაგებია რომ ეს ზომა კონკრეტულად ეხება საპატრიარქოს საჯარო პოზიციას უცვლელად ჩაატაროს აღდგომის წირვის ხალხმრავალი რიტუალი. ისიც გასაგებია რომ მთავრობა რეალურად არ დაპირისპირებია საპატრიარქოს და ესაა წინასწარი შეთანხმება — საპატრიარქომ მოახდინა დემონსტრირება, რომ მათი რწმენა ურყევია, ხოლო ხელისუფლებას მისცა თანხმობა შემოვლითი გზით თავიდან აეცილებინა ვირუსის გავრცელებისთვის მაღალი რისკის შემცველი ხალხმრავალი ღონისძიება".
საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ, 21 აპრილამდე ყველა მოქალაქე თუ ორგანიზაცია ვალდებული იქნება დაიცვას ის შეზღუდვები, რომელსაც სახელმწიფო დაამტკიცებს.
გუშინ, 20 მარტს, სინოდის სხდომის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ეკლესიისთვის საზიარებელ საერთო კოვზზე უარის თქმა, როგორც ინფექციის გადამყვან წყაროზე, მიუღებელია. რაც შეეხება ტაძარში მორწმუნეთა სიმრავლისა და საეკლესიო რიტუალების უსაფრთხოებას კორონავირუსის პანდემიის დროს, სინოდი აცხადებს, რომ "ეკლესიის ყველა საიდუმლოება სულიწმინდის მოწმედების სფეროა", სადაც აღესრულება "ღვთაებრივი სასწაულები".
პანდემია და საქართველოს საპატრიარქო
მას შემდეგ, რაც საქართველოში კორონავირუსი გავრცელდა, ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა, რომან გოცირიძემ საპატრიარქოს შესთავაზა, რომ პრევენციისთვის, ზიარებისას ერთჯერადი კოვზებით ესარგებლათ. მსგავსი რჩევა ჰქონდა დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და ინფექციურ საავადმყოფოს დირექტორებსაც, თუმცა რელიგიურ რიტუალზე რეკომენდაციის გაცემაზე უარს ამბობდნენ. საპატრიარქომ განაცხადა, რომ სიცოცხლისთვის საშიში დაავადება არაერთხელ გავრცელებულა და ეს რჩევა არ გაითვალისწინა. მათ მხოლოდ ის ცვლილება შეიტანეს, რომ მრევლს უფლება მისცეს ზიარების შემდგომ სასმელი (სიტკბოების) ერთჯერადი ან საკუთარი ჭიქით მიიღონ.
მას შემდეგ, რაც კორონავირუსი პანდემიად გამოცხადდა, საპატრიარქომ მრევლს მისცა რეკომენდაცია ყოველ დილას, უზმოზე ნაკურთხი წყალი დალიონ, სახლსა და სამსახურში აპკურონ და ასე ებრძოლონ ვირუსს. ასევე, პატრიარქის გადაწყვეტილებით ყოველ კვირა დღეს, 12 საათზე ყველა ტაძარში უნდა დაირეკოს ზარი და მრევლმა, ეკლესიაში და სხვაგანაც, ერთად უნდა ილოცოს. გარდა ამისა, თბილისისა და სხვა ქალაქებში "ვირუსისგან დასაცავად" ქუჩები აკურთხეს.
სინოდის სხდომის შეკრების აუცილებლობაზე პირველად ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, გრიგოლ ბერბიჭაშვილმა ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა შეხვედრა იმისთვის იყო საჭირო, რომ გაირკვეულიყო რომელია პატრიარქის კურთხევა და რომელი არა. მისი თქმით, გაურკვეველია ვინ საუბრობდა ეკლესიის სახელით. მოგვიანებით, სინოდის სხდომა ჩაინიშნა და საპატრიარქომ მოუწოდა სასულიერო პირებს, რომ სინოდის სხდომამდე პირადი აზრის გამოთქმისგან თავი შეეკავებინათ.
21 მარტის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსი 48 ადამიანს დაუდასტურდა. ერთი მათგანი, პაციენტი N1, უკვე გამოჯანმრთელდა, ის საავადმყოფოდან 14-დღიანი თვითიზოლაციის რეკომენდაციით გაწერეს. კარანტინის რეჟიმში რჩება 1 966 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 259.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები