დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05

საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და ჯამში ქვეყანაში 48 დაინფიცირებული ადამიანია.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, პაატა იმნაძის თქმით, კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევა ერთ-ერთ კლასტერს უკავშირდება.

"ორი პაციენტია გორში, რომელთა მოგზაურობის ისტორია უკავშირდება საფრანგეთს; ერთი პაციენტი თბილისში არის მოთავსებული, რომელიც არის კონტაქტი ერთ-ერთი ცნობილი კლასტერისა თბილისში. გარდა ამისა, არის კიდევ ერთი შემთხვევა, ახლა დაემატა, სულ ახალი შემთხვევა, ისიც თბილისშია, ერთ-ერთ კლინიკაში მოთავსებული, რომელიც ასევე უკავშირდება ერთ-ერთ კლასტერს, რომელიც უკვე ცნობილია", — განაცხადა იმნაძემ.

ეპიდსიტუაცია საქართველოში: შეზღუდვები და რეკომენდაციები

21 მარტის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსი 48 ადამიანს დაუდასტურდა. ერთი მათგანი, პაციენტი N1, უკვე გამოჯანმრთელდა, ის საავადმყოფოდან 14-დღიანი თვითიზოლაციის რეკომენდაციით გაწერეს. კარანტინის რეჟიმში რჩება 1 966 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 259.

19 მარტს კორონავირუსის გამო გარდაიცვალა ესპანეთში მყოფი საქართველოს მოქალაქე. მთავრობის ინფორმაციით, ქალი 74 წლის იყო და მას ქრონიკული დაავადებები ჰქონდა. ესპანეთში კორონავირუსით კიდევ ერთი ქართველი 21 მარტს გარდაცვალა.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. საგანგებო რეჟიმის გამოცხადებით მას პრემიერმა დღეს, 21 მარტს მიმართა.

კორონავირუსის პრევენციისთვის ხელისუფლებამ შეზღუდვები კიდევ უფრო გაამკაცრა:

ცნობილი გახდა, რომ მთავრობამ უკვე მიმართა ფარმაცევტულ კომპანია Gilead-ს იმ პრეპარატისთვის, რომელიც კორონავირუსის მკურნალობისას ჩინეთმა გამოიყენა.

რაც შეეხება მოქმედ შეზღუდვებს, ყველა მეზობელ ქვეყანასთან მოქალაქეთა მიმოსვლა შეზღუდულია, ასევე, 2 კვირით საზღვარი დაკეტილია უცხო ქვეყნების მოქალაქისთვის. ყველა სახელმწიფო და კერძო დაწესებულებას დისტანციურ რეჟიმში მუშაობის რეკომენდაცია აქვს მიცემული, მათ შორის, კაფე-ბარებსა და რესტორნებს. აკრძალულია სამარშრუტო ტაქსების გადაადგილება და სრულად შეზღუდულია სპორტ დარბაზებისა და სპა ცენტრების ფუნქციონირება. ასევე, 70 წელს ზევით მოქალაქეებს თვითიზოლაციაში დარჩენა ურჩიეს.

შეზღუდვები შეეხოთ ჟურნალისტებსაც. მედიის წარმომადგენლებს პარლამენტსა და მთავრობის ადმინისტრაციაში შესვლა შეეზღუდათ.

მთავრობის გადაწყვეტილებით, შსს აკონტროლებს უცხოეთიდან ჩამოსულ, იზოლაციაში მყოფ ყველა პირს და დარღვევის შემთხვევაში ისინი იძულებით კარანტინში გადაჰყავს. სავარაუდოდ, თვითიზოლაციის წესების დარღვევა საქართველოშიც დასჯადი გახდება. პარლამენტი შესაბამის კანონპროექტს უკვე განიხილავს.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციის შესახებ:

ამავე თემაზე: