სერიალ ჩემი ცოლის დაქალებზე ხშირად ამბობენ ორ რამეს:

1. რომ მომავლის მოვლენებს წინასწარმეტყველებს და...
2. რომ ზუსტად ასახავს ჩვენს რეალობას.

სიახლე, რომელიც ფორმულამ გაავრცელა, მეორე პუნქტის იდეალური დადასტურებაა.

როგორც პოსტიდან ვიგებთ, ჩემი ცოლის დაქალების მსახიობების ჯგუფი 2 კვირის განმავლობაში ჩაიკეტება კონკრეტულ ლოკაციაზე და გადაიღებს სპეციალურ სერიებს: "ჩემი ცოლის დაქალები - კარანტინში"

ქართული ტელევიზიის ისტორიაში ყველაზე პოპულარული სერიალი ჩემი ცოლის დაქალები ფორმულა კრეატივის პროდუქტია და რუსთავი 2-ზე 2011 წლიდან გადიოდა.

სერიალი ტელეკომპანია ფორმულას ეთერში 2019 წლის ოქტომბრიდან გადის.