თბილისში, რუსთაველის გამზირზე მდებარე მაკდონალდსში სადენებს ცეცხლი გაუჩნდა. რესტორანი დაკეტილი იყო, რადგან სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს.

როგორც On.ge-ს საგანგებო სიტუაციების სამსახურში უთხრეს, დაკვამლიანება მე-4 სართულზე, სერვერების ოთახში იყო და უკვე ლოკალიზებულია.

დაშავებული არავინაა.