ტაივანმა ერთ დღეში კორონავირუსის ზრდის ყველაზე დიდი მაჩვენებელი დააფიქსირა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

პარასკევის მონაცემებით ტაივანში ვირუსის 27 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. მათგან 24 ქვეყანაში დიდი ბრიტანეთიდან, აშშ-დან, გერმანიიდან, საფრანგეთიდან, ესპანეთიდან, ბელგიიდან, ფილიპინებიდან და სხვა ქვეყნებიდან შევიდა.

ხუთშაბათს ტაივანის პრეზიდენტმა თქვა, რომ შემდეგი 14 დღე ქვეყანაში კორონავირუსთან ბრძოლაში მნიშვნელოვანი ეტაპი იქნებოდა. ბოლო მონაცემებით ტიავანში კორონავირუსის 135 შემთხვევა ფიქსირდება, გარდაცვლილთა რაოდენობა ერთია.

დღეს, 20 მარტს, კორონავირუსით გადაცვლილთა რიცხვმა მსოფლიოში 10 000-ს გადააჭარბა.11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ COVID-19, იგივე კორონავირუსი, საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციის შესახებ:

ამავე თემაზე: