მიმდინარე გამოწვევისას, რის წინაშეც მთელი მსოფლიო დგას, დისტანციური მომსახურებების მნიშვნელობა განსაკუთრებულად გაიზარდა.

სფეისი - პირველი ქართული ნეობანკი, შექმნის დღიდან სრულად ციფრულ საბანკო მომსახურებას სთავაზობს მომხმარებელს, დაფარული საკომისიოებისა და ბიუროკრატიის გარეშე. ამას გარდა, სფეისის გუნდმა ბოლო ერთი კვირის მანძილზე რამდენიმე გადაწყვეტილების შესახებ გააკეთა განცხადება, რომელთა მიზანი მომხმარებლების კონკრეტული პრობლემების გადაჭრა და სახლში დარჩენის წახალისებაა.

ჩვენ შეჯამებულად გაგაცნობთ ამ შეთავაზებებს:

სახლში დარჩენის მეტი მოტივაცია

სფეისმა და გლოვომ ერთობლივი აქცია გაუშვა, რომლის ფარგლებშიც 18 აპრილის ჩათვლით, სფეის ბარათით გლოვოზე გადახდილი თანხის 20% მომენტალურად დაგიბრუნდებათ. სახლიდან გაუსვლელად, გლოვოდან შესაძლებელია გამოიძახოთ ნებისმიერ რამ: კვების ობიექტებიდან, სუპერმარკეტებიდან, აფთიაქებიდან, წიგნის მაღაზიებიდან და ნებისმიერი სხვა ადგილიდან.

საშეღავათო პერიოდი, რომ ფული უფრო მნიშვნელოვან საჭიროებებში გამოიყენოთ

მეორე შეთავაზება ეხება სესხისა და განვადების სამთვიან საშეღავათო პერიოდს. თქვენ შეგიძლიათ სამი თვით გადადოთ თქვენი მომდევნო გადახდა და სესხის ვადა გაზარდოთ 3,4 ან 5 თვით, რომ არ გაგეზარდოთ ყოველთვიური შენატანი. ამ ყველაფერს სფეისის აპლიკაციით შეძლებთ. საშეღავათო პერიოდში ეს ფული შეგიძლია მიმართოთ სხვა მიზნებისთვის ან შეინახოთ ანაბარზე.

მეტი სარგებელი ფულის გადადებისას

თუ სახლიდან მუშაობთ და ყოველდღიურად ნაკლები თანხა გეხარჯებათ, ახლა ის დროა, ფულის დაგროვება დაიწყოთ. სწორედ ამიტომ სფეისის მესამე გადაწყვეტილება ეხება ყულაბებს. მათ 3% ით გაზარდეს საპროცენტო განაკვეთი და სფეისელებს უკვე შეუძლიათ მიიღონ ყველაზე მაღალი - 9%-იანი სარგებელი. სფეისის ყულაბებიდან თანხის შეტანა-გატანა შეუზღუდავია და არ გიწევთ საკომისიოს გადახდა ან პროცენტის ცვლილება.

აქვე შეგახსენებთ ყველა დისტანციურ მომსახურებას, რომელიც სფეისში მუდამ უფასო იყო: ანგარიშის გახსნა, სფეის ბარათის შეკვეთა და გამოყენება, კომუნალურების გადახდა და მობილური ბალანსის შევსება, ყულაბების გახსნა, 50 ლარის ჩათვლით გადარიცხვები.