დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05

ნაციონალური მოძრაობა გამოდის ინიციატივით, რომ იმ მოსწავლეებსა და სტუდენტებს, რომელთაც ინტერნეტზე წვდომა არ აქვთ, ინტერნეტვაუჩერი გადაეცეთ. აღნიშნულ ინიციატივაზე ერთიანი პარტიის წევრმა, ხატია დეკანოიძემ ისაუბრა.

მისივე განმარტებით, აუცილებელია სახელმწიფო მოსწავლეებსა და სტუდენტსბს დაეხმაროს, რათა სრულყოფილად ჩაერთონ დიატანციურ სწავლებაში.

"ბევრია ოჯახი, ვისაც არ შეუძლია პირველადი გადახდა და შემდეგ ამ კომუნიკაცებით სარგებლობა. ხელისუფლებას და საზოგადოებას, ამ მძიმე კრიტიკის ფონზე ვთავაზობთ კონკრეტულ ინიციატივას, ეს არის ანტიკრიზისული ვაუჩერის მეორე პუნქტი — ინტერნეტ ვაუჩერი, რომელიც 15 მილიონი ლარის ფარგლებში დაურიგდება 90 ათას მოსწავლეს, ვინც არინ სოფლებში და 10 ათას სტუდენტს, რომელთაც არ აქვთ საშუალება ონლაინ კლასები აწარმოონ", — განაცხადა დეკანოიძემ.

მანამდე, ნაციონალურმა მოძრაობამ ხელისუფლებას შესთავაზა, რომ კორონავირუსის გამო უმუშევრად დარჩენილი პირების ოჯახებს კომუნალური გადასახედებისთვის 100-ლარიანი ვაუჩერები გადასცენ.

ეპიდსიტუაცია საქართველოში: შეზღუდვები და რეკომენდაციები

20 მარტის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსი 43 ადამიანს დაუდასტურდა. ერთი მათგანი, პაციენტი N1, უკვე გამოჯანმრთელდა, ის საავადმყოფოდან 14-დღიანი თვითიზოლაციის რეკომენდაციით გაწერეს. კარანტინის რეჟიმში რჩება 1 925 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 271.

19 მარტს კორონავირუსის გამო გარდაიცვალა ესპანეთში მყოფი საქართველოს მოქალაქე. მთავრობის ინფორმაციით, ქალი 74 წლის იყო და მას ქრონიკული დაავადებები ჰქონდა.

პრემიერ-მინისტრმა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე პრეზიდენტთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებაც იმსჯელა. როგორც გიორგი გახარიამ თქვა, ამის აუცილებლობა ჯერ ისევ არ არის.

კორონავირუსის პრევენციისთვის ხელისუფლებამ შეზღუდვები კიდევ უფრო გაამკაცრა:

ცნობილი გახდა, რომ მთავრობამ უკვე მიმართა ფარმაცევტულ კომპანია Gilead-ს იმ პრეპარატისთვის, რომელიც კორონავირუსის მკურნალობისას ჩინეთმა გამოიყენა.

რაც შეეხება მოქმედ შეზღუდვებს, ყველა მეზობელ ქვეყანასთან მოქალაქეთა მიმოსვლა შეზღუდულია, ასევე, 2 კვირით საზღვარი დაკეტილია უცხო ქვეყნების მოქალაქისთვის. ყველა სახელმწიფო და კერძო დაწესებულებას დისტანციურ რეჟიმში მუშაობის რეკომენდაცია აქვს მიცემული, მათ შორის, კაფე-ბარებსა და რესტორნებს. აკრძალულია სამარშრუტო ტაქსების გადაადგილება და სრულად შეზღუდულია სპორტ დარბაზებისა და სპა ცენტრების ფუნქციონირება. ასევე, 70 წელს ზევით მოქალაქეებს თვითიზოლაციაში დარჩენა ურჩიეს.

შეზღუდვები შეეხოთ ჟურნალისტებსაც. მედიის წარმომადგენლებს პარლამენტსა და მთავრობის ადმინისტრაციაში შესვლა შეეზღუდათ.

მთავრობის გადაწყვეტილებით, შსს აკონტროლებს უცხოეთიდან ჩამოსულ, იზოლაციაში მყოფ ყველა პირს და დარღვევის შემთხვევაში ისინი იძულებით კარანტინში გადაჰყავს. სავარაუდოდ, თვითიზოლაციის წესების დარღვევა საქართველოშიც დასჯადი გახდება. პარლამენტი შესაბამის კანონპროექტს უკვე განიხილავს.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციის შესახებ:

ამავე თემაზე: