კორონავირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებლით იტალიამ ჩინეთს გადაუსწრო. COVID-19-ის შედეგად იტალიაში უკვე 3 405 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო ჩინეთში — 3 245.

კორონავირუსით დაინფიცირებულთა მაჩვენებელმა მსოფლიო მასშტაბით 236 ათასს გადააჭარბა, თითქმის ათი ათასი ადამიანი კი გარდაიცვალა.

დაინფიცირების მაღალი მაჩვენებელია ჩინეთში (80 928), იტალია (41 035), ირანი (18 407), ესპანეთი (17 395), გერმანია (14 544), აშშ (11 354), საფრანგეთი (9 134), სამხრეთ კორეა (8 565), შვეიცარია (3 939) და ა.შ.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, ჩინეთში მდგომარეობა გაუმჯობესებისკენ მიდის, თუმცა ჩინეთს გარეთ, განსაკუთრებით ევროპაში, ვითარება უარესდება.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციის შესახებ:

ამავე თემაზე: