კახეთის გზატკეცილზე ავარიის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო ერთი დაშავდა. შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.