მაშინ, როცა მთელი მსოფლიო კორონავირუსს ებრძვის და საერთაშორისო თუ ადგილობრივი ორგანიზაციები უსაფრთხოებისთვის საჭირო რეკომენდაციებს მუდმივად გასცემენ, ინტერნეტ სივრცესა თუ რეალურ ცხოვრებაში მაინც ხშირად ვაწყდებით იმ ადამიანებს, რომლებიც თავიანთი ქმედებებით, რბილად რომ ვთქვათ, ყველაფერს აფუჭებენ.

ნახეთ, ვინ არიან ისინი და რომელიმე პუნქტში საკუთარ თავს თუ ამოიცნობთ, უმჯობესია, ახლავე შეწყვიტოთ მსგავსად მოქცევა:

1. ის, ვინც მრავალი გაფრთხილების მიუხედავად, დისტანციას არ იცავს

ფოტო: Giphy

ერთმანეთი ნუ მოგვიშალოს!

2. და ხალხმრავალ ღონისძიებებს არ ერიდება

ფოტო: Giphy

პარასკევის საღამომ წვეულების გარეშე როგორ უნდა ჩაიაროს?

მარტივად: აუწიეთ სახლში მუსიკას და მარტო გართობაც არ გაგიჭირდებათ

ფოტო: Giphy

3. ვინც მისალმებისას გადაკოცნას კვლავ აუცილებლობად თვლის

ფოტო: Giphy

ეგ არც მანამდე იყო აუცილებელი ისე.

4. ის, ვინც ყალბ ამბებს ავრცელებს და შეთქმულების თეორიების გამოგონებაც არ ეზარება

ფოტო: Giphy

არა, კორონავირუსი ტუალეტის ქაღალდის მწარმოებელი კომპანიების გასამდიდრებლად არ გამოუგონიათ.

5. ვინც უსაზღვრო რაოდენობის პროდუქტს იმარაგებს, რადგან ჰგონია, რომ საკვების დეფიციტი იქნება

ფოტო: Giphy

კი, თუ ყველა ასე მოვიქცევით, ნამდვილად დაცარიელდება მაღაზიები.

6. და თან უცნაურ რაღაცებს ყიდულობს, მაგალითად, უამრავ ტუალეტის ქაღალდს

ფოტო: Buzzfeed

რომელიმე პოსტაპოკალიფსური ფილმის გმირი აკეთებდა იმავეს და გამოგვრჩა?

7. უფროსები, რომლებიც საჭიროების დროს თანამშრომლებს თვითიზოლაციის საშუალებას არ აძლევენ

ფოტო: Giphy

მათთვის ჯოჯოხეთში ცალკე მხურვალე კაბინეტი მზადდება.

8. ისინი, ვინც კარანტინის წესებს არღვევენ

ფოტო: Giphy

თქვენ ნამდვილად ვერა ხართ კარგად.

9. ვისაც სჯერა, რომ ნიორი, გადადუღებული წყალი, ვიტამინები და უცნაური წამლები ვირუსისგან დაიცავს

ფოტო: Giphy

გახსნილი გაქვთ, ჩემო კარგო!

10. და ის, ვინც ხელებს საჭირო სიხშირით არ იბანს

ფოტო: Giphy

ზოგადად ხელების დაბანის საჭიროების მისახვედრად არც აპოკალიფსის დაწყება იყო ისე საჭირო.